ლევან მაჭავარიანი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს გარკვეული შეფერხება, თუმცა ეს თავად ევროკავშირის მიერ არის გამოწვეული.

„ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ეს NATO-საც ეხება და ევროკავშირსაც. თუმცა ჩვენ გვაქვს სირთულეები და ამ სირთულეებზე ბევრი გვისაუბრია. დღეს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. რადიკალური ოპოზიცია როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ჩვენ დაგვაბრალოს შეჩერების პროცესი, ეს ყველაფერი შეჩერდა 2024 წლის ივნისში. არსებობს ბატონი ჰერჩინსკის წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მათ მხრიდან შეჩერება მოხდა 2024 წლის ივნისის თვეში და მათ საბაბად გამოიყენეს ორი პროექტი, ეს არის გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელიც რუსულად მონათლეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა, მაგრამ დადასტურდა, რომ იქ რუსული არაფერი არ არის.

დღეს ყველა საღად მოაზროვნე ხედავს, რომ ტყუილში იყო შეყვანილი. მეორე, ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი. მე ძალიან მოკლედ შევეცდები, განვუმარტო ჩვენს საზოგადოებას, რატომ არ გავიწვიეთ ჩვენ ეს ორი კანონი.

პირველი კანონი ეხებოდა და ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გარე ჩარევის რისკებზე, დღეს ყველაფერი დადასტურებულია. ჩვენ მერე ანალოგიური კანონი მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, გაამკაცრა დიდმა ბრიტანეთმა და ახლა ევროკავშირი ამკაცრებს ანალოგიურ კანონს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გარკვეულ საფრთხეებს ვხედავდით იგივე USAID-ის, NED-ის მიმართულებით, რაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, ძალიან ბევრ რაღაცას დაერქვა თავისი სახელი - USAID-იც, NED-იც გამოცხადდა კრიმინალურ ორგანიზაციებად. ფაქტებით და მტკიცებულებებით დადასტურდა ყველა ის საფრთხე და რისკი, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

რაც შეეხება ანტი LGBT პროპაგანდა კანონს, ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი. თუ ვიღაც გვაბრალებს, რომ ეს „ქართული ოცნების“ გამოგონილი რისკები და საფრთხეებია, თავი დაგვანებონ და ჩვენ დავუპირისპირებთ ამ კანონს. მაგრამ ეს ჩვენი გამოგონილი არ არის. ეს საფრთხეები აშშ-ში დგას, ეს საფრთხეებზე ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში დგას და შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა ძირშივე მოგვეკვეთა. მე შემიძლია მთელი გუნდის სახელით ვთქვა - დღეს რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, მაგრამ უნდა დავუშვათ LGBT პროპაგანდა საქართველოში, ეს არის გამორიცხული. საქართველოში LGBT პროპაგანდას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776713174

მსოფლიო

ლავროვმა ირანელ კოლეგას მოუწოდა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეინარჩუნოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ა. არაღჩიმ ს.ვ. ლავროვს აცნობა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია შეერთებული შტატების მიერ ცე...

ლავროვმა ირანელ კოლეგას

1776710338

ახალი ამბები

მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ორივე მხარის შეცდომაა

პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხები დიპლომატ...

მაკრონი მაკრონი

1776708323

ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა

სპორტსმენების შეურაცხყოფის კამპანიას გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. „ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ...

გენო პეტრიაშვილი

1776707760

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით. „არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ...

ნიკოლ ფაშინიან

1776703646

ახალი ამბები

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით

ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულია...

მაქსიმოს ხარაკოპულოსი