ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ საკითხზე მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.
„სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, ვიდრე სრულად არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. სომხეთი კრიტერიუმებს როდესაც შეასრულებს, წევრობა გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და დამოკიდებული იმაზე, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად. მზად თუ იქნება, მაშინ სომხეთი შეიტანს განაცხადს სრულუფლებიან წევრობაზე, თუ არა – ზემოხსენებული რეფორმების განხორციელება მაინც სტრატეგიულ მიღწევად ჩაითვლება, რადგან სომხეთი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ შეუძლებელია, ერთდროულად იყო როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ისე ევროკავშირის წევრი.
„თუმცა ვიდრე ევროკავშირთან დაახლოებისა და წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმები თავსებადია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან, სომხეთის რესპუბლიკა დარჩება ამ გაერთიანების წევრად და გააგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მის წევრ ქვეყნებთან“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
1776701867
მსოფლიო„არანაირ დათმობაზე არ წავალთ“ - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი აღადგინოს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობ...
1776699738
ახალი ამბებიდათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული
ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია,...
1776698517
ახალი ამბებიტრამპის განცხადებით, ვენსი, უიტკოფი და კუშნერი ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ირანთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გ...
1776696702
ახალი ამბებიანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს
„პატივცემულო დელეგატებო, მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდების სახელით. ჩვენს ენაში სიტყვა- ახალგაზრდა შედგება ორი ფუძისგან: ახალი და ზრდა. დღეს საქართველოში ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც...
1776694658
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია
ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქ...































