სულხან თამაზაშვილი: ბათუმი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ღირსეული მასპინძელია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმის სპორტის სასახლეში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატება უსურვა. მისი განცხადებით, ბათუმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ღირსეული მასპინძელია.
„მე ვარ ამაყი, რომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სწორედ ბათუმში. ბათუმი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებს მასპინძლობს ძალიან ღირსეულად. მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ სპორტსმენს, თქვენ ხართ თავდადებისა და შრომის საუკეთესო მაგალითი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის განსაკუთრებული შედეგები ჰქონდა ძალოსნობაში, მეტიც, ჩვენ გვყავს ცოცხალი ლეგენდები. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღირსეული ღონისძიების ორგანიზებაში“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ასტრიტ ჰასანმა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ლაშა ტალახაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს სპორტის ხელშეწყობისთვის ჯილდო გადასცა.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი აჭარის მთავრობისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ჩემპიონატს საქართველო მესამედ, ხოლო ბათუმი მეორედ მასპინძლობს.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1776713174
მსოფლიოლავროვმა ირანელ კოლეგას მოუწოდა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეინარჩუნოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ა. არაღჩიმ ს.ვ. ლავროვს აცნობა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია შეერთებული შტატების მიერ ცე...
1776710338
ახალი ამბებიმაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ორივე მხარის შეცდომაა
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხები დიპლომატ...
1776708323
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
სპორტსმენების შეურაცხყოფის კამპანიას გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. „ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ...
1776707760
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით. „არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ...
1776703646
ახალი ამბებიმართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით
ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულია...































