ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება
ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან, ვინაიდან ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ მიდგომები შეიცვლება აუცილებლად ევროკავშირში, ისევე, როგორც ეს ყველაფერი შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან ის ძირითადი საფრთხეები და რისკები, რაც არსებობს დღეს ევროკავშირში ამ მმართველი კლასის პირობებში, ის რაღაც სიმახინჯე ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია და პროპაგანდა, ეს უკონტროლო არალეგალური მიგრაცია და ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან, იგივე იაფ რესურსებზე უარის თქმა და ეკონომიკის ძალიან ნელი ტემპებით განვითარება და ა.შ. ამ ყველაფერზე უარი განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როდესაც აირჩიეს ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ამის ნიშნებიც შეიმჩნევა ევროპაში, რომ ევროპელი ხალხიც მიბაძავს ამერიკელ ხალხს და შესაბამისად, ის ცვლილებები, რა ცვლილებებიც აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს ცვლილებები მოხდება და 2030 წლისთვის, როდესაც არის დაგეგმილი შემდგომი გაფართოება, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა ეს, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ პარალელურ რეჟიმში გავატაროთ ყველა ის რეფორმა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ, გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, რომ 2030 წელს საქართველო იყოს ყველზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1776713174
მსოფლიოლავროვმა ირანელ კოლეგას მოუწოდა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეინარჩუნოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ა. არაღჩიმ ს.ვ. ლავროვს აცნობა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია შეერთებული შტატების მიერ ცე...
1776710338
ახალი ამბებიმაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ორივე მხარის შეცდომაა
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხები დიპლომატ...
1776708323
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
სპორტსმენების შეურაცხყოფის კამპანიას გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. „ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ...
1776707760
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით. „არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ...
1776703646
ახალი ამბებიმართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით
ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულია...































