მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ინსულტის მართვის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ინსულტით გამოწვეული ტვირთის შემცირების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეებს ინსულტის მართვის ეროვნული სისტემის გასაძლიერებლად საქართველოში გატარებული რეფორმები გააცნო.

„2023 წელს საქართველომ დანერგა ინსულტის მართვის ორდონიანი მოდელი, რომელიც მოიცავს ინსულტის პირველად განყოფილებებსა და სრულყოფილ ნეიროვასკულურ ცენტრებს. დღეს ჩვენს ინსულტის მართვის ეროვნულ ქსელში 60-ზე მეტი საავადმყოფოა ჩართული.

გავაფართოვეთ მწვავე ინსულტის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში. სისტემური თრომბოლიზისი დღეს უკვე რუტინულად არის ხელმისაწვდომი და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ხოლო მექანიკური თრომბექტომიის მომსახურება სპეციალიზებულ ცენტრებში ეტაპობრივად ფართოვდება.

ამასთანავე, გავაუმჯობესეთ ინსულტის პრეჰოსპიტალური მართვის სისტემა და გავაძლიერეთ მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო მომსახურებები“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინსულტის პრევენციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით ძლიერდება საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიპერტენზიის მართვასა და გულ-სისხლძარღვთა რისკების შეფასებას, რაც ხელს უწყობს რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ადრეულ გამოვლენას, რისკფაქტორების ეფექტიან მართვასა და პრევენცირებადი ინსულტების შემთხვევების შემცირებას.

„ჩვენი მიზანია პაციენტის მკურნალობის მთელი პროცესის განმავლობაში უფრო ინტეგრირებული და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბება.

ამასთან, ვაცნობიერებთ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება. აუცილებელია მეორეული პრევენციის, რეაბილიტაციის, ხანგრძლივი მოვლისა და ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება.

ჩვენ ასევე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მივიჩნევთ ინსულტის ეროვნული რეესტრის შექმნასა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს კლინიკური შედეგების გაუმჯობესებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790244128

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია

„ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან,...

შალვა პაპუაშვილი

1790243859

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში

„ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში“, - განაცხადა პარლამენ...

შალვა პაპუაშვილი

1790243828

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა

„ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა...

შალვა პაპუაშვილ

1790240826

ახალი ამბები

3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა

3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცე...

 საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა

1790240229

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: სამწუხაროა, რომ ევროკავშირი სხვისი აზრის შეურაცხყოფას აფინანსებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გორში დაგეგმილ „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ის ახალგაზრდები, არაახალგაზრდები, რომლებიც, სამწუხაროდ, აი...

ააა