ლევან მაჭავარიანი: ევროკომისიამ ჩაატარა ევრობარომეტრის კვლევა, სადაც, სამწუხაროდ, საგრძნობლად არის შეცვლილი განწყობები ჩვენი საზოგადოების მხრიდან ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და გაერთიანების მიმართ
ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტი ფაქტს ემატება ევროკავშირის ელჩთან მიმართებით, როდესაც ის აბსოლუტურად ყველანაირი ჩარჩოდან არის გასული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პაველ ჰერჩინსკის მიერ ციხეში გაგზავნილ წერილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ჰერჩინსკი სიცრუით ცდილობს იმის ახსნას, რომ თითქოს ეს წერილი დიპლომატიური ფორმა იყო.
„ეს მიმოწერა, როდესაც ახალისებ, როდესაც გვერდში დგომას აღუთქვამ, როდესაც ეუბნები, რომ ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ გავათავისუფლოთ დანარჩენი პატიმრები ციხეებიდან და ა.შ., არის პირდაპირი წახალისება, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ ჩაიდინონ მსგავსი ქმედებები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზეც.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი დააჯილდოვეს და ევროპარლამენტის სპიკერი ქალბატონი მეცოლა გამოდიოდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი სასჯელს იხდის იმის გამო, რომ ის რაღაც ისეთს საუბრობდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ სიამოვნებდა. ეს ხომ პირდაპირი ტყუილია“, - განმარტა მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანი შეეხო საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულების საკითხსაც და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების განწყობა ამ ინსტიტუტის მიმართ შეცვლილა.
„რეზოლუციების მიღება, სადაც გვიწერენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, სასამართლო პროცესებზე ელჩების სიარული, ევროპარლამენტარების დელეგაციების საქართველოში ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოჩენა, მათი საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა წინასაარჩევნოდ და ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის მიღება. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. სწორედ ეს გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ევროკომისიამ თავად ჩაატარა ევრობარომეტრის კვლევა, სადაც, სამწუხაროდ, საგრძნობლად არის შეცვლილი განწყობები ჩვენი საზოგადოების მხრიდან ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და გაერთიანების მიმართ“, - დასძინა ლევან მაჭავარიანმა.
1761495259
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკ...
1761493443
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ყველამ, ვინც ამ ბავშვებს აგინეთ საქართველოს სიყვარულის გამო, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა - ვინ ხართ, რა ჯიშის, რა რჯულის უსამშობლო ნაძირალები ხართ?
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ეხმიანება, რომელიც „ჭიათურობა 2025-ის“ ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა...
1761492120
საზოგადოება„ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრი...
1761490900
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით,...
1761488257
ახალი ამბები27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე...






























