ნინო წილოსანი: ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ქართველმა ხალხმა მტკიცედ თქვა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არაფერში გაიცვლება, მათ შორის, არც ვიზებში, არც გარედან დაკრულ ტაშში, არც გარედან შექებებში

26 ოქტომბრის არჩევანით ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა სრული ლეგიტიმაცია, რომ ჩაგვეტარებინა პროცესი, რაც გულისხმობდა საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას და ამ გამყარების პროცესში თქვენ ნახეთ, როგორი რთული პერიოდები გამოვიარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და საპარლამენტო მოღვაწეობის ერთი წელი შეაფასა.

„ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა 2024 წლის 26 ოქტომბერს და მტკიცედ თქვა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არაფერში გაიცვლება, მათ შორის, არც ვიზებში, არც გარედან დაკრულ ტაშში, არც გარედან შექებებში. რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა, რომ ომის სცენარები ვერ განიხილება - ვერავის ავაოხრებინებთ ქვეყანას და რაც მთავარია, ის შიდა მაოხრებელი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათი აკრძალვის დაპირება, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ზუსტად ეს დაპირება გადიოდა ასევე არჩევნებზე.

26 ოქტომბრის არჩევანით ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა სრული ლეგიტიმაცია, რომ ჩაგვეტარებინა პროცესი, რაც გულისხმობდა საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას და ამ გამყარების პროცესში თქვენ ნახეთ, როგორი რთული პერიოდები გამოვიარეთ. მათ შორის, ახლაც ვხედავთ, გარედან არ წყდება მფარველობა იმ მავნე, დესტრუქციული ძალების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახლაც მოიძებნება. ამავე დროს, გამოვიარეთ პროცესი, რომელმაც მოგვცა საფუძველი, რომ უახლოეს დღეებში უკვე საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და „ნაცობის“ იდეა აიკრძალოს - ამ ბოროტი „ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშ გაერთიანებული ყველა ადამიანის, სუბიექტი იქნება ეს, თუ აქტორი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნისთვის ზიანი მიეყენებინა. სწორედ ეს დავალება მოგვცა ქართველმა ამომრჩეველმა 26 ოქტომბრის არჩევნებით“, - განაცხადა წილოსანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761495259

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკ...

პროკურატურაა

1761493443

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ყველამ, ვინც ამ ბავშვებს აგინეთ საქართველოს სიყვარულის გამო, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა - ვინ ხართ, რა ჯიშის, რა რჯულის უსამშობლო ნაძირალები ხართ?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ეხმიანება, რომელიც „ჭიათურობა 2025-ის“ ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა...

ზურაბ ქადაგიძე

1761492120

საზოგადოება

„ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:  „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრი...

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

1761490900

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით,...

პროკურატურა

1761488257

ახალი ამბები

27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე...

ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა