პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელ ერთ-ერთ „ტელეგრამ“ ჯგუფს და აღნიშნული ჯგუფის მოდერატორის მიერ გამოგზავნილ ნარკოტიკულ საშუალებებს, ანაზღაურების სანაცვლოდ, თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდა.

„მიმდინარე წლიდან ინტერნეტმაღაზიის მოდერატორმა ბრალდებულს შესთავაზა, რომ გამოუგზავნიდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, „მეფედრონს“ და „4-ცმც“-ს დამზადებისთვის საჭირო სითხეს, რათა თავად ეწარმოებინა ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განეთავსებინა კონკრეტულ ლოკაციებზე.

ერთ-ერთი ბრალდებული დათანხმდა შეთავაზებას და მიმდინარე წლიდან დამოუკიდებლად აწარმოებდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს, „მეფედრონს“ და „4-ცმც“-ს. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების წარმოების მიზნით, მცხეთის რაიონში მოაწყვეს ფარული ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილი იყო ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისათვის საჭირო ყველანაირი ინვენტარით. ფარულ ლაბორატორიაში ბრალდებულები 2025 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით ჯგუფურად, რეგულარულად აწარმოებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, „მეფედრონს“ და „4-ცმც“-ს. უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აფასოებდნენ და ინახავდნენ მათ მიერ უკანონოდ ნაწარმოებ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ათავსებდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე. მიღებულ შემოსავალს
ბრალდებულები კრიპტოვალუტის სახით ინაწილებდნენ.

ბრალდებულების ლაბორატორიაში ჩხრეკების შედეგად ამოღებულია უკანონოდ ნაწარმოები, შენახული და რეალიზაციის მიზნით დაფასოებული 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „4-ცმც“-ს („კლეფედრონის“) შემცველი ფხვნილი, 4 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ შემცველი სითხე და განსაკუთრებით დიდი ოდენობა 35 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი. ასევე, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები და ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის საჭირო ინვენტარი.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით; მე-2 ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 260(4) მუხლის მე-4 ნაწილით; მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 266 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761498754

მსოფლიო

პენსილვანიაში, ლინკოლნის უნივერსიტეტში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ექვსი კი დაშავდა

პენსილვანიის შტატში, ლინკოლნის უნივერსიტეტში, გამოსაშვები ცერემონიის დროს სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ NBC News-ი წერს. ჩესტერის ოლქის პროკურორმა კრის დე ბ...

პენსილვანიაშa

1761493443

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ყველამ, ვინც ამ ბავშვებს აგინეთ საქართველოს სიყვარულის გამო, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა - ვინ ხართ, რა ჯიშის, რა რჯულის უსამშობლო ნაძირალები ხართ?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ეხმიანება, რომელიც „ჭიათურობა 2025-ის“ ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა...

ზურაბ ქადაგიძე

1761492120

საზოგადოება

„ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:  „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრი...

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

1761490900

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით,...

პროკურატურა

1761488257

ახალი ამბები

27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე...

ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა