27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერის გადაუდებელი დროებითი შეკეთების სამუშაოები.
ამავე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2025 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან 29 ოქტომბრის 15:00 საათამდე პერიოდში აღნიშნული სახიდე გადასასვლელის მარცხენა სამოძრაო ზოლზე (სარფი–ფოთის მიმართულება) შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზის გამოყენებით.
მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე 2025 წლის 29 ოქტომბრის 15:00 საათიდან 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეიზღუდება მოძრაობა მარჯვენა სამოძრაო ზოლზე (ფოთი–სარფის მიმართულება). აღნიშნულ პერიოდში ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის და გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზების გამოყენებით.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, გადაადგილებისას გაითვალისწინოთ აღნიშნული დროებითი შეზღუდვები და სათადარიგო მარშრუტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1761492120
საზოგადოება„ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრი...
1761490900
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით,...
1761485379
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი შვედი დეპუტატის მიმართვაზე: ეს ეწინააღმდეგება ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს
ეს პირველ რიგში, ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხ...
1761483457
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“ და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს, მანამდე ვერ გახდება ევროკავშირის წევრიო. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება
საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, სადაც ის ცდ...
1761481544
ახალი ამბებიმეუფე შიო: წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს
„წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს...ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნა...






























