ნინო წილოსანი: ქუჩაში დარჩენილი ადამიანები არიან ისინი, ვისაც წლების მანძილზე უხდიდნენ ხელფასს, მათ შორის ახლაც
ქუჩაში დარჩენილი ადამიანები არიან ისინი, ვისაც წლების მანძილზე უხდიდნენ ხელფასს, მათ შორის ახლაც და თქვენი ტელევიზიის საშუალებით ვრცელდება არაერთი სქემა, რომლითაც დაფინანსება მაინც, როგორღაც აღწევს მათ ჯიბეებამდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ადამიანები ფინანსდებოდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ რუსთაველზე და მოეწყოთ ის სცენები, რომელიც კარგად გაიყიდებოდა გარეთ.
„2024 წელს 900 000 მდე ამომრჩეველმა მისცა ოპოზიციას ხმა. ამის ფონზე რუსთაველზე მდგომი 100 ადამიანი უმცირეს პროცენტს წარმოადგენს მათივე ამომრჩევლის და ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ მათი ეს სტრატეგია არის სრულიად წამგებიანი და საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ არწმუნებენ, რომ ისინი რაიმეს შეძლებენ.
მათი დადგენილი წამგებიანი სტრატეგია არ შემოსულიყვნენ პარლამენტში, ბოიკოტი გამოეცხადებინათ და ემტკიცებინათ სიგიჟე, როდესაც არანაირი არგუმენტი არ ამტკიცებს, ვგულისხმობ არჩევნების გაყალბებას და სრულად ყოფილიყვნენ დამოკიდებული იმ უცხოელ პატრონებზე, რომელთა განცხადებებიც იმდენად აცდენილია ქართულ რეალობას, რომ როდესაც აქ მცხოვრები ადამიანი უყურებს სრულებით სხვა რეალობას და გარედან გვიმტკიცებს ვიღაც, რომ თქვენს თავს სხვა რაღაცა ხდება, ბრაზი და უსამართლობის გრძნობა უჩნდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ქართველი ხალხის ინტერესს, რომ დაიცვას ეს ქვეყანა.
ზუსტად ასეთი არჩევნები იყო თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ ამ დღესაც იყო რეფერენდუმი, რომ ერთი წლის თავზე კიდევ იგივე განაცხადი გააკეთა ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
1761495259
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკ...
1761493443
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ყველამ, ვინც ამ ბავშვებს აგინეთ საქართველოს სიყვარულის გამო, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა - ვინ ხართ, რა ჯიშის, რა რჯულის უსამშობლო ნაძირალები ხართ?
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ეხმიანება, რომელიც „ჭიათურობა 2025-ის“ ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა...
1761492120
საზოგადოება„ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრი...
1761490900
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით,...
1761488257
ახალი ამბები27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე...






























