პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1.0973 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1761493443
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ყველამ, ვინც ამ ბავშვებს აგინეთ საქართველოს სიყვარულის გამო, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა - ვინ ხართ, რა ჯიშის, რა რჯულის უსამშობლო ნაძირალები ხართ?
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ეხმიანება, რომელიც „ჭიათურობა 2025-ის“ ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა...
1761492120
საზოგადოება„ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრი...
1761488257
ახალი ამბები27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე...
1761485379
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი შვედი დეპუტატის მიმართვაზე: ეს ეწინააღმდეგება ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს
ეს პირველ რიგში, ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხ...
1761483457
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“ და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს, მანამდე ვერ გახდება ევროკავშირის წევრიო. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება
საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, სადაც ის ცდ...






























