ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება - საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

მისი თქმით მათი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე. ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი მტრობას აღარ ნიშნავს.

შარტავას განცხადებით, „27 სექტემბერს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ გავაგრძელოთ ისტორია.“

„რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი უახლესი ისტორიის ძალიან მძიმე და მტკივნეული თარიღი -1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ჩემი თაობა გაიზარდა ქვეყანაში, რომლის რეალობაც ამ მოვლენებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. სწორედ ამიტომ დღეს, 27 სექტემბერზე არა მხოლოდ როგორც წარსულზე, არამედ მინდა, როგორც მომავალზე ვისაუბრო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისტორიის გახსენებას მნიშვნელობა მაშინ აქვს, როდესაც მისგან დასკვნების გამოტანაც შეგვიძლია და თუ ჩვენი ისტორია ერთ რამეს მკაფიოდ გვასწავლის, ეს არის ის, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას მუდმივი შიდა დაპირისპირების უფლება უბრალოდ არ აქვს. ჩვენ არ უნდა მივიღოთ მოცემულობად ორად გაყოფილი საქართველო - ქვეყანა, სადაც ხშირად მნიშვნელოვანია, ვინ თქვა, ვიდრე ის, თუ რა თქვა; ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე. პირიქით, ვფიქრობ, შეგვიძლია ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი მტრობას აღარ ნიშნავს.

ამ თვალსაზრისით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს. თუ ერთიან საქართველოზე ვსაუბრობთ ერთიანობა ხო მხოლოდ რუკაზე გავლებული საზღვრებით ვერ განისაზღვრება. ერთიანობა არ ნიშნავს ერთ აზრს, ან ერთ პოლიტიკურ შეხედულებას.

ეს ნიშნავს, რომ განსხვავებების მიუხედავად ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს საკითხები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგას. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეების განმავლობაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ლიდერების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა ჩვენი ქვეყნის პოზიცია მშვიდობიანი პოლიტიკის, მომავალი ხედვისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - ქვეყნისა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ომის ფასი, მაგრამ რჩება არა წარსულის ტკივილში, არამედ მტკიცედ აშენებს მომავალს და აყალიბებს ძლიერ, თანამედროვე სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ გლობალურ ქაოსში, საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს - სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ეს არის იმ ყოველდღიური შრომის შედეგი, რომელსაც საფუძვლად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უდევს და ჩვენ, ამ ინტერესების დაცვის პროცესში ვართ იმაზე დამოუკიდებელნი, ვიდრე ოდესმე. მართალია წარსულს ვერ შევცვლით. ვერ შევცვლით 27 სექტემბერს და ვერ დავაბრუნებთ ადამიანებს, ვინც თავი ერთიან დამოუკიდებელ საქართველოს შესწირა, მაგრამ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ გავაგრძელებთ ისტორიას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. გამოვიყენებთ მას ახალი დაპირისპირების გასაღრმავებლად, თუ გავიაზრებთ,

რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთმანეთის დაკარგვა. საქართველო თითოეულ ჩვენგანზე დიდია... ჩვენ უნდა გვახსოვდეს საკუთარი ისტორია და შევძლოთ ამ ისტორიიდან მიღებული გამოცდილებით უკეთესი მომავალი დავუტოვოთ შემდეგ თაობას“, - განაცხადა ლიკა შარტავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790670738

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის

საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენა...

ირაკლი კირცხალია

1790669096

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, გაგვეჟღერებინა, რას აკეთებს საქართველო იმისთვის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს

ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1790668532

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ

„ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც...

დავით ჩიხელიძე

1790668508

საზოგადოება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკ...

დაგროვებითი პენსია

1790667142

საზოგადოება

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან...

ყურძენი