რატი იონათამიშვილი: პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა უკეთესი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად
„კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობდა ჩაეხრჩო საქართველოში პარალიმპიური სპორტი და წაერთმია პარალიმპიური კომიტეტი. მაშინ სასამართლოებზე უფრო მეტი დროის გატარება გვიწევდა, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე. დღეს ჩვენი პარასპორტსმენების წარმატება ცხადჰყოფს, რომ ეს არ არის კომერციული სპორტი. მისი განვითარება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. დღეს საქართველოში სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა და მიდგომა ასეთია: ჩვენ არ ვუყურებთ პარალიმპიურ სპორტს როგორც ქველმოქმედებას. ეს არის უმაღლესი მიღწევების სპორტი, რომელიც ასევე ცვლის საზოგადოებას უკეთესობისკენ. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა უკეთესი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
რატი იონათამიშვილის თქმით, საქართველომ 25-27 სექტემბერს პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც პარალიმპიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.
„საქართველოში ვმასპინძლობდით 44 ქვეყნიდან ჩამოსულ 312 პარასპორტსმენს. საქართველოში ჩამოსული იყო 600 დელეგატი. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო შეირჩა მასპინძელ ქვეყნად - ჩვენ 2018 წლიდან დღემდე უკვე უმაღლესი დონის 17 საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლეთ პარალიმპიური სპორტის 4 სახეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს და ხედავს იმ პროგრესს, რაც ჩვენს ქვეყანაშია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია როგორც პარალიმპიური მოძრაობის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების თვალსაზრისით.
„ენდრიუ პარსონსს უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სპორტის მინისტრსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან. ეს უმაღლესი დონის შეხვედრები, ერთი მხრივ, საუკეთესო გზავნილია იმისა, რომ საქართველოსთვის არა მხოლოდ პარალიმპიური მოძრაობა და სპორტი, არამედ შშმ პირთა უფლებები არის პრიორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მხრიდან აღიარება და დაფასებაა იმ წარმატებებისა და პროგრესისა, რაც ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ აქვს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტის მინისტრს მადლობა გადაუხადა პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენ პარასპორტსმენებს თანაბარი პირობები აქვთ განვითარებისთვის. გათანაბრებულია მათი სტატუსი და სოციალური გარანტიები. სწორედ ამიტომ, შედეგებიც არ აგვიანებს. მხოლოდ წელს, უკვე 80 მედალი მოვიპოვეთ საერთაშორისო ტურნირებზე. გვყავს მოქმედი - მსოფლიოს 4 და ევროპის 5 ჩემპიონი. გპირდებით ჩვენი პარასპორტსმენების სახელით, რომ კიდევ არაერთხელ გავახარებთ ჩვენს ქვეყანას, გულშემატკივრებს და მომდევნო პარალიმპიურ თამაშებზე ახალ რეკორდებს დავამყარებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
1790671420
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამ...
1790670814
საზოგადოებალევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი
ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რასაც ქვია ძალადობის ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდ...
1790670738
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის
საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენა...
1790669096
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, გაგვეჟღერებინა, რას აკეთებს საქართველო იმისთვის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს
ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმ...
1790668532
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ
„ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც...


























