საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვას.
„შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ეკატერინე სურმავა და სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური.
შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის განახლებული წესები, ვადები და პროცედურები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 15 აპრილს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის #70 დადგენილებით დააზუსტა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებების მთავარი მიზანი შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მათი პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფაა.
განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, მნიშვნელოვნად დაზუსტდა საგამონაკლისო კატეგორიები და განისაზღვრა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ზუსტი ჩამონათვალი, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ ვრცელდება. მათ შორის არიან სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულები, I, II და III კატეგორიის საწარმოების ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოების წევრები, სრულად დისტანციურად მომუშავე უცხოელები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის გარეშე მუშაობენ ადგილობრივი დამსაქმებლისთვის, ასევე არარეზიდენტი პირებისთვის მომსახურების გამწევები, კულტურული მემკვიდრეობის სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული პირები და სხვა განსაზღვრული კატეგორიები.
ცვლილებების ფარგლებში პირველად განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელების პროცედურა, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 4 თვის ვადით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებამდე დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია წინასწარ, სრულიად უფასოდ განახორციელოს რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო კომპანიების მხრიდან მათი დასაქმებულებისათვის შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვების წესსაც. კერძოდ, თუ დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას, მან შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით სააგენტოსთან წლიური კვოტა უნდა შეათანხმოს. კვოტირების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვა, რაც თითოეულ დასაქმებულ უცხოელზე არანაკლებ 50 000 ლარს შეადგენს.
„ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დროული და ამომწურავი ინფორმაციის მიღება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია საოპერაციო პროცესების შეუფერხებელ მუშაობასთან. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვისმინოთ პრაქტიკული განმარტებები, რაც კომპანიებს ახალ წესებთან სწრაფ და ეფექტურ ადაპტაციაში დაეხმარება“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა პრაქტიკულ საკითხზე. შრომითი მიგრაციის ახალ წესებთან დაკავშირებული დოკუმენტების სრული ჩამონათვალი და დამატებითი საინფორმაციო მასალები ხელმისაწვდომია ოფიციალურ პორტალზე", - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციაში.
1784207220
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6333 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6344 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1784206212
ახალი ამბებიხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურე...
1784204992
საზოგადოებაირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა
ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილ...
1784203083
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო
„გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...
1784201053
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: ვფიქრობ, პირველი ამ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას
„ალიანსი“ დაპირისპირებისთვის შეიქმნა. მას სხვა რეალური მიზანი და ამოცანა არ აქვს და არც ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლო...





























