ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა

წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურების ხარისხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სტაბილური წყალმომარაგებაა.

ინტერვიუში ხოსე ენრიკე ბოფილმა განმარტა, რომ საქართველოს ბაზარზე Aqualia-ს შემოსვლის შემდეგ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული კაპიტალი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი თანმიმდევრულ და გონივრულ მიდგომას მოითხოვს.

„წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გადამწყვეტია. დღეს იმაზე ხუთჯერ მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ „ჯივიპიში“, ვიდრე 2022 წლამდე იხარჯებოდა და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტის დაბანდებას ვგეგმავთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ერთიანად განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები დიდ გავლენას ახდენს ტარიფზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომხმარებლისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი, საინვესტიციო ტემპი უნდა იყოს პროგრესული და ეტაპობრივი“, - აღნიშნა ბოფილმა.

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ოთხწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ქსელის დაზიანების სიხშირე და წყალმომარაგების შეზღუდვის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც მომხმარებელი ყოველდღიურობაში უკვე გრძნობს.

მისი თქმით, სწორედ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად მიღწეული პროგრესის დამსახურებაა „ჯივიპის“ გაწევრიანება კომუნალური კომპანიების პრესტიჟულ გლობალურ კავშირშიც - Leading Utilities of the World (LUOW), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯივიპის საოპერაციო მაჩვენებლები უკვე საერთაშორისო სტანდარტებს უტოლდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კაპიტალის მქონე კომპანია ვართ, „ჯივიპის“ გუნდის უმრავლესობას ქართველი პროფესიონალები შეადგენენ. რეალურად, ჩვენ ქართული კომპანია ვართ და გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი უმთავრესი მისია ამ ქვეყნისა და მისი თითოეული მცხოვრებლისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა“, - განაცხადა ხოსე ენრიკე ბოფილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784207220

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6333 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6344 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1784206784

ახალი ამბები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაც...

შეხვედრა გაიმართა

1784204992

საზოგადოება

ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა

ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილ...

ანალიტიკოსი

1784203083

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო

„გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი

1784201053

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: ვფიქრობ, პირველი ამ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას

„ალიანსი“ დაპირისპირებისთვის შეიქმნა. მას სხვა რეალური მიზანი და ამოცანა არ აქვს და არც ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლო...

იმერეთის გუბერნატორი