ლევან მაჭავარიანი: ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დონეზე დაეცა, სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის კომენტირებისას განაცხადა.

„პირველ პირში საუბრობს, თითქოს ყველაფერი მისი გაკეთებულია. ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი მხრიდან უსამართლოა, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდის გაკეთებულია და ღარიბაშვილმაც, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წერილებში ხან ახსენებს იმას, თითქოს რაღაც იმალებოდა ადამიანის თვითმკვლელობის უკან. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი იყო. თითქოს მისი დამსახურებაა დავით გარეჯის რუკების საქართველოში დაბრუნება, აღმოჩნდა, რომ ესეც ზღაპარი იყო. ახლა პირველ პირში საუბრობს, რომ ყველაფერი მისი გაკეთებულია და სააკაშვილის სტილში იბრალებს, რომ საქართველო მან ააშენა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა. ვისურვებდი ასეთი ტიპის წერილები აღარ გააგრძელოს, რომელიც თავის თავს აზიანებს, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდებზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის.

„ის როგორი პოლიტიკური ქულების ჩაწერასაც არ უნდა ცდილობდეს, ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის. მისი ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, რამდენიმე მილიონი და განმარტება არ აქვს გაკეთებული, ეს ქონება საიდან მოიპოვა. შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ დივიდენდებზე საუბარი აქ ზედმეტია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790758412

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგ...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1790756772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის მომავალ წევრს ვეტოს უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან, რაც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვთ

„ვეტოს დაძლევის მექანიზმის საკითხზე მუშაობა მიდის და საბოლოო შედეგი არ ვიცით, თუმცა საბოლოო შედეგი ის თუ იქნება, რასაც აანონსებენ, ეს ძალიან მძიმეა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი

1790756464

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატ...

პროკურატურა

1790754933

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: დიდ წევრ ქვეყნებს სურთ, ევროკავშირის მმართველობაზე ბერკეტი მთლიანად აიღონ და გადაწყვეტილებები პატარა ქვეყნების ნაცვლად მიიღონ

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს აცილების მექანიზმი ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის შექმნის იდეას, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო და არის დაფუძნებული წევრი სახელმწიფოების თანასწორ...

ზვიად შალამბერიძე

1790753908

საზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა. პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზ...

საქსტატი