გურამ მაჭარაშვილი: დღეს ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე

„ევროკავშირი რა კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე შეიქმნა? მისი მიზანი იყო, რომ თავისუფალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილიყო და სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში შესვლა მიმზიდველი ყოფილიყო, დღეს, რას ვუყურებთ? – ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ პირიქით, სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ​ევროსაბჭოთა კავშირის შექმნა უკვე არავისთვის არის მომხიბვლელი.

„როდესაც ასეთი ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე საუბრობს, მის რეპრესიებზე, სანქციებზე, აბა, გავახსენოთ, რომელი ქვეყნები საუბრობდნენ ასეთი ტონალობით? ასეთი ტონალობით საბჭოთა კავშირის მსგავსი ქვეყნები საუბრობდნენ. ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას გვიწუნებდა, რომ იქ დიქტატორული რეჟიმიაო, ჩინეთშიო. თავად ჩინეთში კარგად ჩადიან და ხელშეკრულებებიც აქვთ, მაგრამ ამ დროს, დიქტატორულ რეჟიმზე გადადიან და საუბრობენ დასანქცირებაზე, ბულინგზე და ა.შ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790761582

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანა წარმოადგენს დროებით აუცილებლობას

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუ...

განათლების სამინისტრო

1790759811

მსოფლიო

მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნ...

უბაი - თელ-ავივის რეის

1790758412

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგ...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1790756772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის მომავალ წევრს ვეტოს უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან, რაც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვთ

„ვეტოს დაძლევის მექანიზმის საკითხზე მუშაობა მიდის და საბოლოო შედეგი არ ვიცით, თუმცა საბოლოო შედეგი ის თუ იქნება, რასაც აანონსებენ, ეს ძალიან მძიმეა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი

1790756464

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატ...

პროკურატურა