ლევან მაჭავარიანი: კითხვებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო
კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ერთ-ერთი საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეხვდა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, აღნიშნული კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა უნდა დაველოდოთ, რა კომენტარს გააკეთებს საელჩო.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მოგეხსენებათ, ეს საფრანგეთის ახალი ელჩია და თავს შევიკავებთ კომენტარების გაკეთებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ის ახალი ელჩია, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, იმედს ვიტოვებთ, არ გავა ვენის კონვენციის ფარგლებიდან.
საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო. რა ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ოპოზიციის და „ენჯეოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ბინაში მოხდა, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა, მოდით, დაველოდოთ საელჩოს განცხადებას. საინტერესო იქნება, რა კომენტარს გააკეთებს უშუალოდ ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1762806658
ახალი ამბებინინო წილოსანი: ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას
„ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა. მან ინ...
1762805338
ახალი ამბებინინო წილოსანი: PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო
„PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო. ესენი არ არიან ოპოზიცია, რადგან გავიდ...
1762803490
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული
ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტ...
1762801617
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას, ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ევროსაბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ეს დელეგაცია მათთან შეხვედრაზე მოი...
1762799721
ახალი ამბებილევან მახაშვილი PACE-ს დელეგაციაზე: მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა სხვა ანგარიში ჩვენთვის არაგულწრფელი და შეიძლება უსამართლოც იყოს
მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, ა...































