ლევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს
რადიკალურმა ჯგუფებმა თავი ფარეს, ფარეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერ დაფარეს. მათ ხელში უვიზო მიმოსვლა პოლიტიკური შანტაჟის იარაღია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის გაცხოველებული სურვილი, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს.
„ცალკეული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას შედეგები ვერ ექნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებისთვის თემა არ არსებობს, რაც ეროვნული ინტერესების დაცვაში შანტაჟის საგანი იქნება.
ოპოზიცია ამას აცნობიერებს და ითხოვს, უვიზო მიმოსვლა სრულიად მოსახლეობას შეუჩერდეს. ვერ აცნობიერებენ ან ამ გზაზე შეგნებულად მიდიან, რომ მოსახლეობას და ქვეყანას საკუთარი ინტერესებისთვის სწირავენ.
დღეს ვინმე თუ მომხრეა, რომ უვიზო მიმოსვლა გაჩერდეს, ეს ოპოზიციაა. ამის არა მხოლოდ მომხრე არიან, არამედ ევროპის დედაქალაქებში ჩადიან და კამპანიას აწარმოებენ, რომ ეს საკითხი მთლიანად დაზიანდეს. რაც ვიცით, არის ის, რომ არ არის ერთსულოვნება იმ საკითხზე, რომ უვიზო მიმოსვლა მთლიანად მოსახლეობას შეუჩერდეს.
ამის არც საფუძვლები არსებობს და ბევრ ევროპულ დედაქალაქს მიაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი არ არის. ეს იქნება პანდორას ყუთის გახსნა, რასაც შეიძლება, სხვა ქვეყნებზე დომინოს ეფექტი ჰქონდეს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1762849314
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კითხვებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო
კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1762848578
ახალი ამბებიპოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს...
1762848249
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ც...
1762808077
ახალი ამბებინინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება
„რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შანსებს - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, იქნება რაციონალური გადაწყვეტილება. ახლა, როცა ყველა პოლიტიკური ციკლი ფაქტობრივად დასრულებულია და მომდევნო...
1762806658
ახალი ამბებინინო წილოსანი: ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას
„ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა. მან ინ...































