პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში.
დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.
აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 283 ძირი მცენარე „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1762806658
ახალი ამბებინინო წილოსანი: ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას
„ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა. მან ინ...
1762805338
ახალი ამბებინინო წილოსანი: PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო
„PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო. ესენი არ არიან ოპოზიცია, რადგან გავიდ...
1762803490
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული
ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტ...
1762801617
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას, ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ევროსაბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ეს დელეგაცია მათთან შეხვედრაზე მოი...
1762799721
ახალი ამბებილევან მახაშვილი PACE-ს დელეგაციაზე: მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა სხვა ანგარიში ჩვენთვის არაგულწრფელი და შეიძლება უსამართლოც იყოს
მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, ა...































