პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.
დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „მეთადონი“, 250 გრამამდე „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1762806658
ახალი ამბებინინო წილოსანი: ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას
„ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა. მან ინ...
1762805338
ახალი ამბებინინო წილოსანი: PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო
„PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო. ესენი არ არიან ოპოზიცია, რადგან გავიდ...
1762803490
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული
ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტ...
1762801617
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას, ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ევროსაბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ეს დელეგაცია მათთან შეხვედრაზე მოი...
1762799721
ახალი ამბებილევან მახაშვილი PACE-ს დელეგაციაზე: მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა სხვა ანგარიში ჩვენთვის არაგულწრფელი და შეიძლება უსამართლოც იყოს
მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, ა...































