ლევან მაჭავარიანი: ძალიან ლოგიკურია, რომ რადიკალები ახლა ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ ისეთ მდგომარეობაში არიან, პულსი ფიზიკურად არ ესინჯებათ
„გვახსოვს, ხელს როგორ გვიშლიდნენ, როდესაც ფორმდებოდა ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას კი, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ, რომ სტატუსი ჩვენთვის არ მოეცათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ ევროკავშირი თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ამ შემთხვევაში ქაოსს შემოიტანენ საქართველოში.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, ხელს როგორ გვიშლიდნენ, როდესაც ფორმდებოდა ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ხელს როგორ გვიშლიდნენ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება ფორმდებოდა ევროკავშირთან, როგორ დადიოდნენ კაბინეტ-კაბინეტებში, რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის არ მოეცათ.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია, ეს რადიკალები ახლა ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ პულსი ფიზიკურად არ ესინჯებათ, ბოლომდე გამარგინალებულები არიან და ჰგონიათ, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯს გადადგამს, რისი არანაირი სამართლიანი საფუძველი ჩვენ არ მიგვიცია, ამ შემთხვევაში ქაოსს შემოიტანენ საქართველოში და რაღაცა მორიგი რევოლუციური სცენარის დაგეგმვით იქნებიან დაკავებულები, შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, მათ დღის წესრიგს წარმოადგენს“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1762848578
ახალი ამბებიპოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს...
1762848249
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ც...
1762808077
ახალი ამბებინინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება
„რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შანსებს - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, იქნება რაციონალური გადაწყვეტილება. ახლა, როცა ყველა პოლიტიკური ციკლი ფაქტობრივად დასრულებულია და მომდევნო...
1762806658
ახალი ამბებინინო წილოსანი: ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას
„ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა. მან ინ...
1762805338
ახალი ამბებინინო წილოსანი: PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო
„PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო. ესენი არ არიან ოპოზიცია, რადგან გავიდ...































