ლევან მაჭავარიანი: კოლექტიურ „ნაცებს“ და მათ უცხოელ პატრონებს სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში, რათა საინფორმაციო ხმაურის საშუალება ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ აბულინგებენ მათ, როდესაც ციხეს ტოვებენ
შეწყალებულ და უკვე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა და თავდასხმები გრძელდება. პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა სოციალურ ქსელში ბულინგის შემდეგ, ამჯერად, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აცხადებს, რომ მსჯავრდებულებმა არც დანაშაული უნდა აღიარონ და არც შეწყალება ითხოვონ.
მსჯავრდებულებს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და ციხე დატოვეს, აკრიტიკებენ სხვა პატიმრების მშობლებიც. მმართველ გუნდში არაჰუმანურ მიდგომაზე, ახალგაზრდების პატიმრობაში დატოვებისა და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობაზე საუბრობენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიურ „ნაცებს“ და მათ უცხოელ პატრონებს სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში, რათა საინფორმაციო ხმაურის საშუალება ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ აბულინგებენ მათ, როდესაც ისინი ციხეს ტოვებენ.
„როდესაც მამა შვილს მოუწოდებს, რომ დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ვნახეთ არაერთი განცხადება, შვილებიც რომ მოუწოდებდნენ მამებს, რომ არ დაეტოვებინათ ციხე. არ ვიცი ამას რა შეიძლება დავარქვათ.
ზოგადად, არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან დარჩენილები ციხეში, კონკრეტულად ამ დანაშაულის გამო. ისინი ინანიებენ თავიანთ დანაშაულს, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, სურთ რომ დატოვონ ციხე, თუმცა ეშინიათ იმ ბულინგის, წნეხის, იმ ფაშისტური მიდგომის, რასაც ასე ამჟღავნებენ მათი ე.წ. თანამებროძოლები და ხშირ შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრებიც, რაც არის ყოვლად ამაზრზენი.
ზოგადად, კოლექტიურ „ნაცებს“ და მათ უცხოელ პატრონებს სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში, იქიდან გამომდინარე, რომ მეტი „ჰედლაინი“ ჰქონდეთ, მეტი საინფორმაციო ხმაურის ატეხის საშუალება ჰქონდეთ. ის ევროპარლამენტის აბსურდულ რეზოლუციებში, რაც შეიძლება მეტი ე.წ. პოლიტიკური დევნილი მოიხსენიონ და ამისთვის სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში და ამიტომ უსწორდებიან ასეთ ფაშისტური მეთოდებით და ტოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...
1795588758
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...
1795588552
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინის...
1795587074
მსოფლიოკვლევის მიხედვით, გერმანელთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ემხრობა
ჰამბურგში დაფუძნებული „კიორბერის ფონდის“ (Körber Foundation) გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში გამოკითხულთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა, 46% კი სამხედრო დახმარების გაგრძ...
1795586113
ახალი ამბებიავარია თბილისში - დაშავდა 1 ადამიანი
თბილისში, ნაძალადევში, ერისთავის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სა...































