ლევან მაჭავარიანი: მეტი დეტალი თუ არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე წერილი, რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე
„არანაირ კავშირში არ არის, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, სულ რაღაც ხდება და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება დაუკავშირო პოლიტიკოსის პოლიტიკიდან წასვლას“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ დაემთხვა დროში მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმეთვიანი პატიმრობის და მანამდე, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ დაარღვია დუმილი და ვნახეთ მისი რამდენიმე წერილი ციხიდან, სადაც პირველად, მან სწორედ მამუკა მდინარაძე ახსენა, შემდეგ კი იყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკა, მაგრამ ძირითად სამიზნედ იქცა სწორედ მამუკა მდინარაძე, რადგან ის საუბრობს, რომ კონკრეტული წერილი, სადაც მას სთხოვდნენ კორუფციული ბრალდების აღიარებას, გაუგზავნა მამუკა მდინარაძემ, რომ ხელისუფლებამ მას დაუგო მახე, მოუწყო პროვოკაცია და ა.შ.
„ბატონ ღარიბაშვილზე ძალიან ბევრჯერ მომიწია კომენტარის გაკეთება და არ მინდა, ვინმეს შთაბეჭდილება დავუტოვო, რომ რაღაც პირადი მამოძრავებს ირაკლი ღარიბაშვილთან. ერთი წამითაც არ მინდა, ვინმემ ასეთი რამ იფიქროს. არ ვიცოდი, თუ თქვენთანაც ამ თემის გაშლა მოგვიწევდა. ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი, რომელზეც იგი ამბობდა, რომ მამუკა მდინარაძის გაგზავნილი იყო, თუ ის წერილი რეალურად ვიღაცამ დაწერა, მინიმუმ, პირველ პირში იმ ფორმით იყო დაწერილი, რომ მისი ძალიან ახლობელი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ანუ, აქ ფაქტობრივად, აბსურდთან გვაქვს საქმე, ვერ იქნებოდა ეს მამუკა მდინარაძის დაწერილი.
რაც შეეხება მეორე წერილს, სადაც იგი ამბობს, რომ არაფერი არ ჩაუდენია და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აღიარა დანაშაული, რომელიც თურმე არ არსებობდა, აქაც აბსურდთან გვაქვს საქმე, ხომ? ვიხილეთ მისი ბინიდან ამოღებული ეს თანხები და დანარჩენი, რაც ვიხილეთ. ანუ, წარმოვიდგინოთ, რომ გუნდი ეუბნება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ახლა ჩვენ გვჭირდება, რაღაც ბრალი გამოვიგონოთ, შენ თავზე აიღო ეს ბრალი, ხელი მოაწერო და ხუთი წლით წახვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რეალური შეიძლება იყოს რომელიმე განზომილებაში ის, ახლა რაზეც ვსაუბრობ?“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, იყო მესამე, მეოთხე და მეხუთე წერილიც და საზოგადოებას გაუჩინეს მოლოდინი მეტი დეტალის შესახებ.
„თუ რაღაც მეტი დეტალი არის, როგორც იგი საუბრობს და საზოგადოება რომ რაღაც მოლოდინში იყო და, პირველ რიგში, აგენტურული ოპოზიცია რომ არის დამწკრივებული, მესამე წერილი იყო, მეოთხე წერილი იყო, მეხუთე წერილი და რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე, ადამიანის სიკვდილით სპეკულაციასთან გვაქვს საქმე და მერე დავით გარეჯის საკითხი იყო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის კოორდინაციით მოხდა თავიდან ბოლომდე იმ რუკების საქართველოში დაბრუნება. იგი უძღვებოდა მთლიანად ამ პროცესს. რა იხილეთ მესამე, მეოთხე ან მეხუთე წერილში? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ ვიცი, გამოვიდეს კიდევ მეექვსე წერილი და რას წაიკითხავთ და რას ამოიკითხავთ, ვნახოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე ხორციელდებოდეს ზეწოლა, რომელზეც ის საუბრობს, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად გამორიცხავს.
„აბსოლუტურად გამორიცხავ. ამ შემთხვევაში ძალიან საეჭვოდ, იცით, რა ემთხვევა? საეჭვოდ ემთხვევა ის, რომ ბრალის წარდგენამდე ორი დღით ადრე აქვეყნებს იგი ამ წერილს და თანამშრომლობდა ბატონი ბურჭულაძე, ხომ? ვიცით მათი ურთიერთობა, და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი. ანუ, ვერ გაჟონავდა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე თანამშრომლობდა და ახალ ბრალს წარუდგენდნენ ბატონ ღარიბაშვილს? მე ლოგიკურად მხოლოდ ამ ჯაჭვს ვაწყობ.
საზოგადოებამ განსაჯოს, ჩემი ლოგიკა კი მხოლოდ ამას მკარნახობს, რომ მან იცოდა, კი ბატონო, ინფორმაცია თავისთავად გაჟონავდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრია, მისი მეგობარი, ასევე ყოფილი მინისტრი აპირებდა მის წინააღმდეგ თანამშრომლობას, ჩვენების მიცემას, უკვე ეს პროცესი დაწყებული იყო და მან თავისი გადმოსახედიდან სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა, პოლიტიზება სცადა საკითხის. ლოგიკა ამას გვკარნახობს და ხუთივე წერილი ამას გვკარნახობს. მე სხვა იმ წერილში ვერაფერი ამოვიკითხე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1789588233
საზოგადოებალევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა
პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პ...
1789587450
საზოგადოებალევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია
ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. მახაშვ...
1789586275
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილის...
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...


























