ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს
„მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.
„დამარცხდა გეოპოლიტიკურად რუსეთთან, გამოაცხადა მტრად. დამარცხდა ჩინეთთან, გამოაცხადა მტრად. ახლა დამარცხდა ამერიკასთან და გამოაცხადა, როგორც ჩანს, მტრად. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.
რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ჩვენ არ გვაქვს იმის არც ფუფუნება, რესურსი და შესაძლებლობა, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ამ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ჩავერთოთ, არანაირი სურვილი ჩვენ ამის არ გვაქვს.
ბრიუსელმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მთლიანად დაცალა ინტერესებისგან, პრაგმატიზმისგან, რაციონალიზმისგან და არის მხოლოდ სუპერიდეოლოგიზებული“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...
1789576528
მსოფლიოთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას. „ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ომის გავრცელება შავ ზღვ...



























