ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო
ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე.
მახაშვილის თქმით, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო.
„ამ გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, თითოეული ასეთი შეხვედრა, როგორც ჩანს, იყო დაგეგმვა, როგორ შეიძლება გვერდი აუარონ ქართულ კანონმდებლობას, ფარულად რაღაც ახალი გზები ნახონ. ეს ფარულად და ღიად გაცხადებული აქვთ მარტა კოსს და სხვებს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან გზების ნახვას.
ყველაზე დასანანი აქ სწორედ ის არის და შეიძლება გასაკვირიც, რომ ნორვეგიის ელჩი, რომელზეც გვაქვს საუბარი, სულ ახალი ჩამოსულია, მხოლოდ რამდენიმე კვირაა საქართველოში საქმიანობას შეუდგა. წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა წყარო იყო შემდგომი რადიკალიზაციის. თითოეული ასეთი შეხვედრის შემდგომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ეს დიპლომატები ფაქტობრივად პოლიტიკოსებად გადაიქცეოდნენ ხოლმე. რამდენი გვინახავს, დაუწყია ღიმილით და მჭახე განცხადებებით დიპლომატიური საქმიანობა და კუდამოძუებული ჩუმად გაპარულა, როგორც პრაქტიკულად პოლიტიკოსი, ქართველი რადიკალური პოლიტიკოსი. ამის თავიდან აცილება გვინდა. უპირველესად, მათივე ინტერესების, მათივე ქვეყნის რეპუტაციის დაცვის გამო“, - აღნიშნა მან.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...
1789576528
მსოფლიოთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას. „ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ომის გავრცელება შავ ზღვ...



























