ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი
ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, თუ ქვეყანამ ყველაფერი უნდა დაკარგოს, რაც აქამდე უშენებია და უნდა აღმოჩნდეს სხვისი ომის მონაწილე, ხელისუფლება არ აპირებს ამ თანამშრომლობას ქვეყანა გადააყოლოს.
„ჩვენ ევროპასთან არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, არც არაფერი საბრძოლო და საომარი მათთან არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ ოჯახის ნაწილი და თანაშემოქმედები. ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად. აქ ამაზეა საუბარი. თუ ქვეყანამ ყველაფერი უნდა დაკარგოს, რაც აქამდე უშენებია და უნდა აღმოჩნდეს სხვისი ომის მონაწილე, რა თქმა უნდა, ომის ფასად არ ვაპირებთ ამ თანამშრომლობას გადავაყოლოთ ეს ქვეყანა. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის, რომ დავსხდეთ, ვისაუბროთ, ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ, ოღონდ არა ისე, რომ აბა, ახლა უკრაინას სჭირდება, ევროპის ინტერესებს სჭირდება, მიდი და შეაკვდი, დაკარგე სახელმწიფოებრიობა რუსეთთან ბრძოლაში. ამაზეა აქ საუბარი“, - აღნიშნა მან.
ლევან მახაშვილის თქმითვე, რუსული იარლიყები ახალი არ არის, ეს ერთგვარი ტაქტიკაა.
„ეს არის რთული სიტუაციიდან მარტივად გაქცევის მცდელობა. არავინ ამბობს, რომ საქართველო მარტივ სიტუაციაშია. ძალიან რთულ სიტუაციაშია და სწორედ ამიტომაც არის განსაკუთრებული სიფრთხილე და მოქნილობა საჭირო იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ვიღაცის კლანჭებში როგორც სახელმწიფო. მათ [რადიკალებმა] ეს პოლიტიკა რომ ატარეს, ვნახეთ, რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს. საქართველოს აღარ უნდა იმავეს გამეორება. ამიტომ მარტივია იარლიყების სროლა, ამისთვის მზად ვართ. დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნა არ არის მარტივი საქმე, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის მკაფიო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის გაძლიერება. თუ ამ ორ მიზანს ემსახურება ერთი, გავაკეთებთ ერთს, თუ ეწინააღმდეგება, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა მან.
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...
1789576528
მსოფლიოთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას. „ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ომის გავრცელება შავ ზღვ...



























