ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით
ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის თვალსაზრისს, რომ ხელისუფლება გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში ყოფნის საშუალებას მთელი რიგი კანონპროექტები აღარ აძლევთ.
„მთავრობა არ ყოფილა, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა მოაწყო, რომელმაც რევოლუციური სცენარები მოაწყო, რომელიც უცხოური დაფინანსებით ცდილობდა აქ რევოლუციური სცენარების დადგმას. პასუხისმგებლობის ისრების სხვაზე გადატანაა, რომ - მე არაფერ შუაში ვარ, მთავრობის ბრალია, საარჩევნო კოდექსის და წესების ბრალია, ყველაფრის ბრალია, გარდა საკუთარი თავისა. სანამ ამის გადააზრება არ იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, სანამ ამ პასუხისმგებლობის გააზრება არ იქნება, არ მაქვს იმედი, რომ გაჩნდეს ჯანსაღი ძალა.
რამდენადაც არალოგიკურად არ უნდა ეჩვენოს ვიღაცას ეს აურზაური, სრულიად ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციურ ფლანგზე, ვგულისხმობ ამ დაპირისპირებას. სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ, მე ის მიკვირს, აქამდე რომ არ მოხდა ეს პროცესი, თუმცა გასაგებია, რადგან პირდაპირ დაერთებული იყვნენ უცხოურ ფინანსებზე. ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი.
მთელი ამ „სანტა ბარბარას“ უკან არის მარტივი რაღაც - ურთიერთბრალდებების წყარო არის ის უპასუხისმგებლობა, რაც აქამდე ვიხილეთ. ახლა ცდილობენ ერთმანეთს ხელი შეაწმინდონ და ეს მძიმე წარსული ჩააბარონ წარსულს. ცდილობენ ასე ერთმანეთის გაწირვას, თორემ რა მოსყიდვაზეა საუბარი, ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობის ცირკს ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...
1789576528
მსოფლიოთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას. „ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ომის გავრცელება შავ ზღვ...



























