შალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, ბორაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ, ოპოზიციაც კი არ იყო კრიტიკული.
პარლამენტის თავმჯდომარემ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კანდიდატებმა თანამდებობა თავიანთი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.
„თამაზ ბორაშვილი გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 წელია არის უსაფრთხოების სისტემაში. პირველი თანამდებობიდან დღეს უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს. ის წლების განმავლობაში კონტრდაზვერვის მიმართულებით მუშაობდა, ასე რომ ის არის ადამიანი, რომელიც უსაფრთხოების სისტემის შიგნიდან, როგორც პროფესიონალი, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის მდგრადობისთვის და პროფესიონალიზმისთვის.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებს, მათ პირადი განცხადებით დატოვეს ეს თანამდებობა. საკუთარი განცხადების მოტივაციაზე ისაუბრეს, ასე რომ შინაარსში აღარ შევიდოდი. პირადი გადაწყვეტილებაა, მიზეზები ბევრი შესაძლოა იყოს, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
პარლამენტის ვალდებულებაა, როდესაც ასეთი ვაკანსიაა, განსაკუთრებით უსაფრთხოების მიმართულებით, რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს და შეივსოს ეს ვაკანსია.
მთავრობასთან ერთად დღეს ავირჩიეთ თამაზ ბორაშვილი. ნახეთ გამოხმაურება, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის, მაინცდამაინც კრიტიკული მოსაზრება არ ჰქონიათ თამაზ ბორაშვილთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...
1789576528
მსოფლიოთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას. „ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ომის გავრცელება შავ ზღვ...
1789574902
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახური: თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია - მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება უკვე მერამდენედ აგორებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარ...
1789573336
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...



























