ლევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაცმოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“

„რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე საუბრისას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, რომ თავიდან ბოლომდე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს.

ვინაიდან მათმა პატრონებმა უყურეს და 14 წლის განმავლობაში როდესაც ფსონს დებდნენ ერთი და იგივე კონფიგურაციაზე, 10 არჩევნები მოვუგეთ. დაიწყეს ეს პროცესი 2025 წლის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გამიჯვნით და სურთ, რომ 2028 წლისთვის ეს ორი პარტია ჰყავდეთ ცალკე გადადებული, თითქოს ისინი დამოუკიდებელ ძალებს წარმოადგენენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781779488

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ

„რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ“, - ამის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზ...

არჩილ გორდულაძე

1781777723

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები

„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გან...

ლევან მაჭავარიანი

1781776811

ახალი ამბები

გია ვოლსკი: შემაშფოთებელია, რომ საზოგადოების დაპირისპირების სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

„რეზოლუციის ნაწილი იკითხება, როგორც რევოლუციური სცენარის ახალი მიმართულება, რადგან ძველმა ვერცერთმა მიმართულებამ ვერ გაამართლა. უნდა დაისაჯოს ყველა ის, ვისაც არ უნდა, მარტა კოსის, კუბილიუსის თუ იუკნევ...

გია ვოლსკი

1781775408

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...

პროკურატურა

1781773446

ახალი ამბები

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით „კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური...

„კოკაინი“ აღმოაჩინეს