მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
უწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიმართ მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია, რადგან ახალი სტრუქტურით იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.
„რამდენადაც ხელშესახებია ის შედეგები და სიკეთეები, რომლებიც „აწარმოე საქართველოში“ ჩვენს ქვეყანას, მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკრეტულ სექტორებს მოუტანა, იმდენად ინტენსიურად ვმუშაობდით ბოლო თვეების განმავლობაში, რათა სწორად დაგვენახა შემდგომი გაფართოებისა და მასშტაბირების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ გვქონდეს მეტი ბერკეტი ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად “, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მსხვილი მიმართულება: კორპორაცია სრულად კონცენტრირდება ფინანსური ინსტრუმენტების, პროგრამებისა (მათ შორის სინდიცირებული სესხებისა და კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების) და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენის მიზნით, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო.
მინისტრის თქმით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია არ იქნება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე კონცენტრირებული ორგანიზაცია.
„ჩვენი დიდი სურვილია, გავზარდოთ მასშტაბები და გავაფართოოთ სერვისების კომპონენტი, რათა მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. ეს დაგვეხმარება, უფრო მოკლე დროში დავინახოთ შედეგები ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენერგეტიკის სექტორი - ეს არის საპილოტე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სადაც კორპორაციის ჩართულობით, ობიექტურად, მართლაც ხელშესახებ შედეგებსა და ბევრად უფრო დიდ აქტივობას ველოდებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი გაბრიაძეს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის 2020 წლიდან იკავებდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას.
ირაკლი გაბრიაძეს განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში - არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი და კიელის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ პროფესიულთან ერთად, ის წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იგი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.
1781779488
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ
„რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ“, - ამის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზ...
1781777723
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები
„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გან...
1781776811
ახალი ამბებიგია ვოლსკი: შემაშფოთებელია, რომ საზოგადოების დაპირისპირების სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა
„რეზოლუციის ნაწილი იკითხება, როგორც რევოლუციური სცენარის ახალი მიმართულება, რადგან ძველმა ვერცერთმა მიმართულებამ ვერ გაამართლა. უნდა დაისაჯოს ყველა ის, ვისაც არ უნდა, მარტა კოსის, კუბილიუსის თუ იუკნევ...
1781775408
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...
1781773446
ახალი ამბებისგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით „კოკაინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური...





























