ლევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები

„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციის ალიანსში“ მძიმე მდგომარეობაა.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოქალაქეებს მათ პრობლემებზე ყურადღება გადაატანინონ და კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ „ლელოს“ და გახარიას პარტიას გამიჯვნა მოხდეს. თითქოს, ისინი საკუთარ დღის წესრიგს დამოუკიდებლად აყალიბებენ და ერთი და იმავე ვერტიკალით არ იმართებიან. ეს არის ჩანაფიქრი, რისი გაკეთებაც ადგილობრივ არჩევნებზე დაიწყეს და ამ პროცესს აგრძელებენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა. რა თქმა უნდა, თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის მიმართ წყენა ვერ დამალა, რადგან მას ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო და ინფორმაცია მანქანაში გაუგია. ლოგიკურია, გული დაწყდებოდა. ნანუკა ჟორჟოლიანზე ბევრი რა ვთქვა, ეს პარტია პლინტუსს ქვემოთ ჩადის.

პლინტუსს ქვემოთ თუ რაღაც არსებობს, იმის ქვემოთაც ჩასვლას აპირებენ. ნანუკა ჟორჟოლიანი „უძლიერესი“ პოლიტიკოსია, „კარგი“ თავმჯდომარე იქნება. კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა. ლობიანების ცხობა დამაკნინებელი საერთოდ არ არის. პირიქით, ვამბობ, რომ კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა კარგ ლობიანს რომ აკეთებ, იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781773446

ახალი ამბები

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით „კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური...

„კოკაინი“ აღმოაჩინეს

1781772403

ახალი ამბები

ზაზა დობორჯგინიძე: ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია, საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი

აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე. მისი თქმით, საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვე...

ზაზა დობორჯგინიძე:

1781769464

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ეჭვი მეპარება, პარტიის განახლების რესურსი არსებობდეს ჟორჟოლიანში, სააკაშვილი მისი თანაგუნდელებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს

სააკაშვილი და მისი პარტია იმ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, რასაც უცხოეთში იღებენ, დირექტივებზე არიან დამოკიდებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხად...

თენგიზ შარმანაშვილი

1781768641

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...

საგამოძიებო სამსახური

1781765961

ახალი ამბები

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალა...

ევროპარლამენტი