მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს

საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ჩვენთვის სასიამოვნო და დიდი პატივია მოგესალმოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროფესიული განვითარების პროგრამის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ - წარმატებით დასრულების აღსანიშნავად.

გამოსვლის დასაწყისში, მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსასვლელად გავლილი გრძელი გზისთვის, ასევე თქვენი აქტიური ჩართულობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ამ ათი დღის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის.

თქვენ ერთგვარად ისტორიული ღონისძიების მონაწილენი ხართ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენს პარტნიორ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით პირველად გაუწია ორგანიზება პროფესიული განვითარების პროგრამას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის.

ამ ინიციატივას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის.

მისი მიზანი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანია: დაგაახლოვოთ საქართველოს და ავაშენოთ კავშირები ჩვენს სახელმწიფოებს, ინსტიტუტებს, საზოგადოებებსა და ხალხებს შორის.

ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ წლებში ჩვენი პროგრამა არა მხოლოდ თქვენს რეგიონზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებზე გავრცელდება.

ამ პროგრამის შთაგონების წყაროდ თავად საქართველოს გამოცდილება იქცა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ მრავალ გამოწვევას გაუძლო, ომების, თუ გარდამავალ პერიოდების სახით.

ამის მიუხედავად, საქართველო რეფორმების, მდგრადი განვითარებისა და განახლების ერთგული დარჩა.

საქართველო, მიუხედავად მცირე ზომისა, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრად თავის დასამკვიდრებლად.

საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს.

სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას: ეს არის რწმენაზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით.

გვწამს, რომ სწორედ ეს არის ის გზა, რომელსაც სხვა ქვეყნებისთვის ღირებული გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

სწორედ ამ სულისკვეთებით დავიწყეთ პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანს არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, არამედ დიალოგის, ურთიერთსწავლებისა და რეგიონებს შორის გრძელვადიანი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი სივრცის შექმნა წარმოადგენს.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება და თქვენს მიერ დამყარებული კონტაქტები ამ პროგრამის ფარგლებს მიღმაც დაგეხმარებათ.

რაც მთავარია, ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაგამახსოვრდებათ არა მხოლოდ აქ გამართული სესიებითა და დისკუსიებით, არამედ ჩვენი ხალხის მიერ გამოჩენილი სითბოთი, პარტნიორული სულისკვეთებითა და ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირებით.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მონაწილეობისთვის და გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს ყველა წამოწყებაში.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კავშირები მომავალშიც შენარჩუნდება და ველით საქართველოში თქვენს დაბრუნებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781786318

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯ...

ცოტნე ანანიძე

1781783169

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაცმოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“

„რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1781782456

ახალი ამბები

„წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო“ - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კო...

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი

1781781603

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა. უწყება სააგენტოს „აწარმ...

მარიამ ქვრივიშვილი

1781779488

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ

„რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ“, - ამის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზ...

არჩილ გორდულაძე