„წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო“ - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ არის სავალდებულო სამინისტროსთვის კონკრეტული პირის მხრიდან მიმართვა, რათა ადამიანის ღირსების შემლახველ და სიძულვილის ენის შემცველ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს.
თამთა ქიმბარიშივილის თქმით, სამმართველო აღნიშნული შინაარსის მქონე საჯარო განცხადებების მონიტორინგსა და პროაქტიურ გამოვლენას თავად ახორციელებს, ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ამზადებს და განხილვისთვის უგზავნის სასამართლოს.
„სამართლებრივი რეაგირების მოხდენისთვის, განცხადება - მომართვა, შესაძლოა არც იყო საჭირო, რადგან წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია ამგვარად არის ფორმულირებული, მათ შორის საუბარია საჯარო სივრცეში უმისამართო ლანძღვა-გინებაზე.
თუ პიროვნება, უმისამართოდ შეიგინება, გამოყენებული იქნება სხვადასხვა უცენზურო სიტყვა და გინებას შესაძლოა ჰყავდეს კონკრეტული ადრესატი, შესაძლოა იყოს ადრესატის გარეშეც, მოხდება ამ ყველაფრის ინდივიდუალური შესწავლა.
თუ მივიჩნევთ, რომ კონკრეტული განცხადება შეიცავს ადმინისტრაციული გადაცდომის ნიშნებს, დაკვალიფიცირდება შესაბამისი მუხლით და შემდგომში წარედგინება სასამართლოს“, - განაცხადა თამთა ქიმბარიშვილმა.
1781779488
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ
„რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ“, - ამის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზ...
1781777723
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები
„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გან...
1781776811
ახალი ამბებიგია ვოლსკი: შემაშფოთებელია, რომ საზოგადოების დაპირისპირების სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა
„რეზოლუციის ნაწილი იკითხება, როგორც რევოლუციური სცენარის ახალი მიმართულება, რადგან ძველმა ვერცერთმა მიმართულებამ ვერ გაამართლა. უნდა დაისაჯოს ყველა ის, ვისაც არ უნდა, მარტა კოსის, კუბილიუსის თუ იუკნევ...
1781775408
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...
1781773446
ახალი ამბებისგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით „კოკაინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური...





























