პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
1781787344
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ან...
1781786318
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯ...
1781783169
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაცმოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“
„რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1781782456
ახალი ამბები„წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო“ - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კო...
1781781603
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა. უწყება სააგენტოს „აწარმ...

























