ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი მერცის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტს დაესწრება.

„თურმე არავინ უნდა ელაპარაკოს რუსეთს, თუმცა როდესაც იგრძნეს ევროპულმა ქვეყნებმა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა პირველი ნაბიჯი ამ ომის ნორმალიზებისთვის, არ ჩამორჩნენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ.

ჩვენ ვიხილეთ ბატონ პუტინთან ევროპელი ლიდერების სატელეფონო ზარები, ახლა იმავეს აცხადებს ბატონი მერციც.

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. ყველამ უნდა დაინახოს, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა გამოდის პირველ რიგში თავისი ინტერესებიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794214094

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი – ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ვნახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურული ოპოზიცია

სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაშ...

ლევან მაჭავარიანი

1794214067

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც...

სოზარ სუბარი

1794211442

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც“ თბილისში „ბუშის ქუჩის“ მნიშვნელობა შესძინა

„გამოფიტვითი ომითა და თანამდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა“, - ასე შეაფასა „ხალხის ძ...

დავით ქართველიშვილი

1794210095

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა

„2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნესსუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ...

თამარ ზოდელავა

1794208376

ახალი ამბები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიას ავანგარდის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას INFO IMERETI ავრცელებს.  გავრცელებული ცნობით, გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაე...

ლენტი ლენტი