ლევან მაჭავარიანი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტზე აგენტურული პარტიების ე.წ. ლიდერების აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გარედან მართული „აგენტურული პარტიების“ კოორდინირებული ქმედების კიდევ ერთი დასტურია.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პარტიების გაუქმების საკითხზე მიმდინარე განხილვების ფონზე, ეს ფაქტი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია იმისა, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ერთი ხელი მართავს, რომელსაც ქვეყნის ინტერესები არასდროს აინტერესებს.
„დასრულდა საქართველოში„ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ხან ჭენგისა და მისი დელეგაციის ვიზიტი, რაც, ერთი მხრივ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკური შედეგია, მეორე მხრივ კი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური თუ პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჩინეთის - დღესდღეობით ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოს - ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი სტუმრობაა საქართველოში.
მეტიც, ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ამ დრომდე, ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ.
ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. მათმა პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე - პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს. ეს არის მათი საქციელის ერთადერთი ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში მოქმედმა რომელიმე, თუნდაც მინიმალური ამბიციის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ ან თავმოყვარე პოლიტიკოსმა მსგავსი მასშტაბის მოვლენის შეფასებისგან თავი შეიკავოს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი, როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც სინამდვილეში აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ და თუკი დავალება იქნება, რიყეზე ქვას ვერ დაინახავენ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
1794214067
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი
საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც...
1794211442
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც“ თბილისში „ბუშის ქუჩის“ მნიშვნელობა შესძინა
„გამოფიტვითი ომითა და თანამდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა“, - ასე შეაფასა „ხალხის ძ...
1794210095
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა
„2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნესსუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ...
1794208376
ახალი ამბებიქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიას ავანგარდის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას INFO IMERETI ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაე...
1794208085
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონოდა სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება
„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტულ...































