ლევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტიკურ დევნას, ნურც პოლიტპატიმარს

„ევრობიუროკრატები თურმე გვიწუნებენ იმას, რომ დაკავებულები არიან პოლიტიკოსები - თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტიკურ დევნას, ნურც პოლიტპატიმარს და ა.შ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არცერთი პროფესია ინდულგენცია არ არის და ვინც კანონს დაარღვევს, ის შესაბამის სასჯელს მიიღებს.

„ეს მათ სჭირდებათ სპეციალურად, იქიდან გამომდინარე, რომ თემები შემოაკლდათ, უკვე არჩევნებზეც ვერაფერს ვერ ამბობენ, რადგან მტკიცებულებაც დადებული არ აქვთ და ახლა მათი დღის წესრიგი არის მთლიანად აწყობილი იმაზე, რომ თურმე, საქართველოში დაწყებულია პოლიტიკური დევნა.

ვერც „ქართული ოცნება“, ვერც მთავრობა და ვერც საგამოძიებო უწყებები ვერც ვერავის ვერ დააძალებენ, რომ კანონიერად იმოქმედოს და ვერც ვერავის ვერ აიძულებენ, რომ საპირისპიროდ იმოქმედოს.

ყველამ იცის კანონი - ინდულგენცია არც პოლიტიკოსობა და არც რომელიმე სხვა პროფესია არ არის. ვინც მოქმედებს კანონის ფარგლებში, არაფერი, ხოლო ვინც კანონს არღვევს, ის მიიღებს იმ პასუხს, რაც არის ამ კანონით გათვალისწინებული“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751363265

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აჭარის მ...

მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

1751361005

ახალი ამბები

გია ვოლსკი: არ ვიცი, გულში რა აქვს ხოშტარიას, ან ფოფხაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც მიიღეს, მაგრა...

ვოლსკი

1751360096

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს: ვინ გითხრათ თქვენ, რომ უცხო ქვეყნების ჯაშუშურ საქმიანობაზე რეაგირება არ არის?! ყველაფერი საჯარო კი არ ხდება, რასაც უსაფრთხოების სამსახური აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ დაიჭირა ხელისუფლებამ 13-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართვე...

შალვა პაპუაშვილი

1751356881

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი, არ ვიცი რისი შეეშინდა

„შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა“, - ამის შესახებ საქა...

შალვა პაპუაშვილი

1751355726

ახალი ამბები

კახა კალაძე: გაუგებარია, რა იყო მიზანი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის ან დაწყების, ან შეწყვეტის

ოპოზიციის წარმომადგენელმა რომ შიმშილობა დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ ნონსენსია და მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის სა...

კახა კალაძე