პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ორ პირს ასევე წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში სამმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა 143 კილოგრამის და 414 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1337 ძირი მცენარე „კანაფი“, რაშიც მათ ორი ბრალდებული ეხმარებოდა.
„ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გასაშრობი მოწყობილობა, სასწორი და 3326 გრ. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, ხოლო მეორე პირის ბინის ჩხრეკის შედეგად სასწორი და დაფასოებული „მარიხუანა“.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 25-265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დახმარება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო მოყვანა, კულტივირებაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1758140243
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, ვიბრძვით იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა
მთავარი საფუძველი და პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიბრძვით ყველაფერი იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს ვერ იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარ...
1758139368
სპორტიხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტას“ კარში გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღნიშნული გოლი ქართ...
1758138203
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საიუბილეო მეათე არჩევნებში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ „სახელოვნად“ დამარცხდება
ის ვიცი ნამდვილად, რომ დაუმრგვალდებათ დამარცხებების რაოდენობა - საიუბილეო მეათე არჩევნებში „სახელოვნად“ ( მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) დამარცხდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გად...
1758137029
ახალი ამბებიგია ვოლსკი: არ არსებობს დღეს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყოს პრორუსული, არსებობს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს იმისკენ, რომ ომში ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნგრევას გამოიწვევს და ეს პრორუსულობას არ ნიშნავს
არის ერთი საკითხი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა - რეალობაში არ არსებობს დღეს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყოს პრორუსული. არსებობს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მიმართული იყო...
1758134292
ახალი ამბებითეა ახვლედიანის თავმჯდომარეობით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველ...