შალვა პაპუაშვილი: ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს
„ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც, სინამდვილეში, პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან. როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს, საკუთარ დანაშაულს „კეთილშობილური“ გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხან - სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა. ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპური მაგალითი, თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა. თუმცა, დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი - საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ. ამ წერტილამდე ისინი ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივიდნენ. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში, ჩვენს თვალწინ მოხდა ბოროტების ევოლუცია:
ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა და ადამიანის ღირსების ხელყოფა
შემდეგ გაამართლეს ფიზიკური ძალადობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა
მერე გაამართლეს პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ანუ სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელყოფა
ახლა კი უკვე ტერორიზმს, კაცობრიობის ამ ცალსახა ბოროტებას, უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას.
როდესაც ადამიანი ძალადობის თითოეულ მომდევნო საფეხურს ამართლებს, მორალურად დასაშვებობის ზღვარი სულ უფრო მკრთალდება. ამიტომ, საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ამავე პოლიტიკური წრის წარმომადგენლებისგან ოპონენტების გარდაცვალების გამო საჯარო სიხარულიც არაერთხელ გვინახავს. ასე რომ, ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად, მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვისაც გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
1783754695
ახალი ამბებისამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნა...
1783752704
ახალი ამბებიკახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება რეაგირება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს. როგორც მან პარტია „ძ...
1783751428
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისივე განმარტებით ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა, რაზეც კ...
1783749784
ახალი ამბებისოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განაგრძობს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩარ...
1783749369
ახალი ამბებიდღეს, 11 ივლისს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება
დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკი...






























