კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება რეაგირება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს.

როგორც მან პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა, გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, თუნდაც აქცია ჩაატაროს, შეიკრიბოს რამდენიმე ადამიანი, არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს ჩარჩოები და კანონი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება. სხვა ტიპის ქმედებებს, როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას - უნდა გაემიჯნოს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაცია „ალდე“, რომელიც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პარტნიორია, პარტიის წევრების უკანონო ქმედებებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი არა თუ არ მოხდება, პირიქით, შეიძლება, ისევ წაახალისონ ქვეყანაში ძალადობრივი ქმედებები.

„იმის ილუზია არ მაქვს, რომ ისინი ვიღაცებს გაემიჯნებიან, ამ შემთხვევაში „ლელოს“, იმიტომ, რომ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სახით, რა თქმა უნდა, გარედან იმართება, გარედან აძლევენ დავალებებს, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან, პირიქით, შეიძლება წაახალისონ კიდეც. ვხედავდით, როგორ ხდებოდა ბოლო წლებში ხელშეწყობა, დაფინანსება ძალადობრივი ჯგუფების, ექსტრემისტული ორგანიზაციების. ეს მოცემულობაა დღეს. ნუ გვექნება სხვა ილუზია, რომ განსხვავებულად იმოქმედებენ ან იტყვიან, რომ „ლელო“ არასწორად იქცევა ქვეყნის შიგნით და მას გააკრიტიკებენ. ეს ასე არ იქნება. პირიქით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ ქვეყანაში ზეწოლა, ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. ეს არის სამწუხარო მოცემულობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783749369

ახალი ამბები

დღეს, 11 ივლისს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება

დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკი...

თბილისში RAF Georgia

1783749237

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს

ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუა...

შალვა პაპუაშვილი

1783749172

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში

11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკ...

გაზაფხულის ამინდი

1783715020

ახალი ამბები

აშშ-ირანის დარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტე ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გადაკვეთა

MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გაიარა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორმხრივი საჰაერო დარტყმები განახლდა. წერს CNN. მონაცემე...

ჰორმუზის სრუტე

1783710812

ახალი ამბები

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზ...

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია