კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა, რაზეც კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.
„შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვიხილეთ რიგი პროცესები - როგორ იგეგმებოდა, რამდენიმე თვე კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, ამბობდნენ, რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. 4 ოქტომბერს მისი აღსრულება დაიწყეს. შესაბამისმა უწყებებმა გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა აღკვეთეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარე ძალების დავალებაა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ქვეყნის ინტერესების სათავისოდ გამოყენება.
„წარმოუდგენელია, გარე ძალების ჩართულობით მუდმივად იყოს მცდელობა გადატრიალების, პოლარიზაციის გაღრმავების და ა.შ. ეს არის გარედან თავსმოხვეული, ამისთვის დიდი თანხები იხარჯებოდა. დღესაც არ ისვენებენ და ცდილობენ არსებული ხელისუფლება თავიანთი აგენტურით შეცვალონ. ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავსოდ გამოიყენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1783749237
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს
ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუა...
1783749172
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში
11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკ...
1783715020
ახალი ამბებიაშშ-ირანის დარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტე ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გადაკვეთა
MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გაიარა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორმხრივი საჰაერო დარტყმები განახლდა. წერს CNN. მონაცემე...
1783710812
ახალი ამბებიალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია
ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზ...
1783709840
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? ეუთოს დღეს თავის შინაარსზე აქვს პასუხი გასაცემი
„მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი“, - განაცხადა „დღის...






























