ლიზა გეგეჭკორი: „ნაცებმა“ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან - ტყუილად ირჯებით!

დააკვირდით, ბოლო პერიოდში როგორ მიზანმიმართულად და იაფფასიანად ცდილობენ ნაცები საკუთარი სისხლიანი და ბნელი წარსულის გათეთრებას? აშკარაა, რომ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური, ახალი სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სოციალური ქსელის „ლაივებში“ ნათქვამი დაზეპირებული ტექსტები ვერ გადაფარავს იმას, რაც საზოგადოებას საკუთარი თვალით აქვს ნანახი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მომხდარი მოვლენები გამოგონილი ისტორიები კი არა, უახლესი წარსულია, რომელიც ქართველებმა საკუთარ ტყავზე გამოცადეს.

გეგეჭკორი ასევე აღნიშნავს, რომ ვერანაირი ახალი შეფუთვა და ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც „ნაცმოძრაობას“ ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი.

„ამასწინათ შაშკინი, რომელიც მასწავლებლებს მათი სისხლის დალევით ემუქრებოდა, იაგოს გადაცემაში იჯდა და თავის თავით დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ყველა წმინდანად გამოჰყავდა, ახლა ღვინიაშვილი ზის და ბავშვის მკვლელობა ნაცებს როგორ დაგვაბრალეს, წარმოუდგენელი იყოო, მამა აბრამის ბატკანის სახით ლაპარაკობს ვისი მოტყუება გინდათ, თქვე მართლა უტიფრებო და მორალისგან დაცლილებო?!

თქვენ მართლა გგონიათ, რომ სოციალურ ქსელებში, კომფორტული ოთახებიდან ჩართული „ლაივები“, დაზეპირებული ტექსტები და ფარისევლური ღიმილი იმ კადრებს გადაფარავს, რაც ჩვენი საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი? ეს არ არის სადღაც წაკითხული ან სხვისგან გაგონილი ისტორიები, ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსული, რომელიც საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ.

თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი თუ მეზობელი, რომელიც თქვენმა რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით გააუბედურა, გაანადგურა, ჯანმრთელობა შეურყია და ღირსება შეულახა. მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერებში ვუყურებდით სააკაშვილის მანიაკურ, სადისტურ გამოვლინებებს. ვუყურებდით, როგორ იქცა ძალადობა, ჩაგვრა და განსხვავებული აზრის სასტიკი ჩახშობა ოფიციალურ პოლიტიკად.

და ახლა, ამ ყველაფრის შემოქმედები გამოდიხართ და ეთიკაზე გვიკითხავთ მორალს? ცდილობთ, რომ ძალადობაზე, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა, დღეს ისე ისაუბროთ, თითქოს არაფერი მომხდარა?ტყუილად ირჯებით! ვერანაირი ახალი შეფუთვა და ვერანაირი სთრიმებზე გამოჯდომები ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც თქვენ ამ ქვეყნის წინაშე გაქვთ ჩადენილი. საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც რეალობის აღქმა დაუკარგავს. თქვენი წარსულის გათეთრება ფიზიკურად შეუძლებელია!“ - წერს ლიზა გეგეჭკორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783609439

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ჯო უილსონის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ კითხვის ნიშანი გააჩინა და არაღიარებისკენ მოუწოდა ხელისუფლების 2024 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რაც ეუთომ შეაფასა, როგორც ჩატარებული არჩევნები და...

მაია ბითაძე

1783606598

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე - დაღუპულია ორი ადამიანი

რიკოთზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო მერეთი“ ავრცელებს.  მათივე ცნობით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. „საშინელი ტრაგედია მოხდა. ყველ...

ლენტი ლენტი

1783606024

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, უფრო ღიად ვსაუბრობთ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ

ძალიან მკაცრი იყო ჩვენი განცხადებები და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბ...

მაია ბითაძე

1783605253

საზოგადოება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ დაამტკიცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა „აზერბაი...

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1783604939

მსოფლიო

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა რუსეთს ყველა სანქცია მოუხსნა

რუსეთის სპორტის მინისტრის, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ დეგტიარევის განცხადებით, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა (UIPM) რუს სპორტსმენებს ყველა სანქცია მოუხსნა. „გუშინ ფრენბურთის...

ხუთჭიდი