ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელშიც ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე, ფარიდ ჯაფაროვი უძღვებოდნენ.
მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები, შეხვედრის დასასრულს კი ხელი მოეწერა სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრის ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და გაფართოებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო და აზერბაიჯანი გააძლიერებენ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კვლევის, კონსერვაციისა და განვითარების, ასევე, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, კულტურის სფეროში განათლებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი კულტურული პროექტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობასაც.
„საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობები სრულ თანხვედრაშია იმ პოზიტიურ დინამიკასთან, რაც ზოგადად, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არსებობს და ვითარდება.
დღევანდელი შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა. ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვიხილეთ კულტურული ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრი.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებაზე, კინოინდუსტრიის, თეატრების, ლიტერატურის, კრეატიული ხელოვნების სფეროში, ასევე, მუსიკის და სახელოვნებო განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა კონკრეტული გამოწვევები და დაისახა სამოქმედო გეგმები მათი ერთობლივი დაძლევის მიზნით.
უახლოეს თვეებში დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის, რომელიც გახდება გზამკვლევი მომავალ წლებში ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კულტურული თანამშრომლობისა, რაც, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს.
1783604324
ახალი ამბებისაარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა - გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მე-6 ყოველწლიურ საარჩევნო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალური კონფერენცია არჩევნების მთლიანობის პროექტისა და კარტერ...
1783603869
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემორჩილა გავლენიანი ძალების ზექმოქმედებას, მათი მცდელობაა, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დამცავი ქვეყნები არ არსებობდნენ
აქამდე თუ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები გვახსოვდა, ახლა უკვე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემორჩილა გავლენიანი ძალების ზექმოქმედებას, მათი მცდელობაა, რომ საკუთარი...
1783603136
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიო...
1783602811
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – სიძულვილის ენას ვინც ახალისებს, სტრასბურგის გადაწყვეტილება წაიკითხოს, კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით მკაფიო ხაზია გავლებული, რა არის გამოხატვის თავისუფლება და სხვათა უფლებები
სიძულვილის ენას ვინც ახალისებენ, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ. მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სამმართველომ ეფექტურად იმოქმედოს და სიძულვილის ენის...
1783602431
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...





























