მბაპეს საქმეზე პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - საქმეს ზედამხედველობას ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი გაუწევს
პარაგვაელი სენატორის სელესტე ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. პარიზის პროკურატურამ დღეს, ოფიციალურად დაიწყო სასამართლო გამოძიება „საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის“ მუხლით.
საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი (PNLH), უშუალოდ გამოძიება კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისს (OCLCH) დაევალა.
ჩადენილი ქმედებისთვის სენატორს საფრანგეთის კანონმდებლობით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
პარაგვაის სენატის ოპოზიციონერმა დეპუტატმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანზე სასტიკი იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა პარაგვაი ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
სელესტე ამარილიამ მბაპეს „კოლონიზებული კამერუნელი“ უწოდა, რომელიც „თავს ფრანგად აჩვენებს, არის ბოღმიანი, ახალი გამდიდრებული, ამპარტავანი და უშნო“. სენატორმა შეურაცხმყოფელი რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა და ფეხბურთელს „იდიოტიც“ კი უწოდა.
1783609439
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ჯო უილსონის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ კითხვის ნიშანი გააჩინა და არაღიარებისკენ მოუწოდა ხელისუფლების 2024 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რაც ეუთომ შეაფასა, როგორც ჩატარებული არჩევნები და...
1783606598
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე - დაღუპულია ორი ადამიანი
რიკოთზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო მერეთი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. „საშინელი ტრაგედია მოხდა. ყველ...
1783606024
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, უფრო ღიად ვსაუბრობთ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ
ძალიან მკაცრი იყო ჩვენი განცხადებები და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბ...
1783605253
საზოგადოებააზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ დაამტკიცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა „აზერბაი...
1783604939
მსოფლიოთანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა რუსეთს ყველა სანქცია მოუხსნა
რუსეთის სპორტის მინისტრის, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ დეგტიარევის განცხადებით, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა (UIPM) რუს სპორტსმენებს ყველა სანქცია მოუხსნა. „გუშინ ფრენბურთის...





























