ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნას. შესაბამისი დადგენილების პროექტი ორშაბათს, 2 თებერვალს ბიუროს სხდომას წარედგინება და ამის შემდეგ საკითხი კომიტეტებზე განხილვის გარეშე, პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გავა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მისივე თქმით, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიის შემადგენლობის რაოდენობას განსაზღვრავს და აქედან გამომდინარე, თითოეული ფრაქციისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს გამოთვლის.
„თუმცა, თავად ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ კომისია 14- კაციანი შემადგენლობით იყოს. თუკი კომიტეტი ამ ინიციატივას გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, კომისიაში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 7 წევრი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი. ამიტომ გთხოვთ, რომ ვისაც კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება გსურთ კანდიდატებზე წინასწარ იყავით ჩამოყალიბებული.
ჩვენი მიზანია, რომ კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.ასევე, უმრავლესობის ლიდერმა დააანონსა, რომ ფრაქციის ინიციატივაა კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს.
ასე რომ, მომავალ კვირას, სამშაბათი და ოთხშაბათი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა და იმედი მაქვს, რომ უკვე ოთხშაბათი-ხუთშაბათიდან კომისია სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას. ინიციატივის ავტორების მხრიდან კომისიის მუშაობის 3-თვიანი ვადაა დასახელებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1769701723
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს, მისსავე ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, პრობლემა არავისთვის არ უნდა იყოს მთავრობისთვის გრანტის შეთანხმება
„გამჭვირვალობის“ ქართული კანონი რომ მივიღეთ და ისტერიკა რომ გამართეს მდიდარმა ენჯეოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა პარტიებმა და დაარქვეს რუსული კანონი, ამის შემდეგ წლები გავიდა და, რა თქმა უნდა,...
1769700019
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში
ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს განათ...
1769699962
ახალი ამბებიმიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე
მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე, - განაცხად...
1769699894
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შა...
1769695769
ახალი ამბებიმუნიციპალური განვითარების ფონდი - რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოე...































