ლევან მაჭავარიანი: თუ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს, მისსავე ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, პრობლემა არავისთვის არ უნდა იყოს მთავრობისთვის გრანტის შეთანხმება

„გამჭვირვალობის“ ქართული კანონი რომ მივიღეთ და ისტერიკა რომ გამართეს მდიდარმა ენჯეოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა პარტიებმა და დაარქვეს რუსული კანონი, ამის შემდეგ წლები გავიდა და, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა, რომ არაფერი რუსული ამაში არ ყოფილა, ითვალისწინებდა მხოლოდ გამჭვირვალობას“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, რომ კიდევ უფრო დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მავნე ჩარევებისგან, რომელიც მოდის გარედან.

„აშშ-მ დაადასტურა ყველაფერი რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით USAID-ის და NED-ის შემთხვევაში, თუ როგორ აფინანსებდნენ ისინი რევოლუციის სცენარებს სხვადასხვა ქვეყნებში, არა მხოლოდ ჩვენთან. ჩვენ ვამკაცრებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით.

თუ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს, ამ შემთხვევაში მისსავე ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, თუ რა პროექტებზე მუშაობენ. პრობლემა არავისთვის არ უნდა იყოს მთავრობისთვის გრანტის შეთანხმება, ვინაიდან დონორი ათანხმებს მთავრობასთან იმ სახის გრანტს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი გრანტი დასაშვები იქნება.

მკაცრდება მიდგომა ევრობიუროკრატების მხრიდან გაჟღერებული მუქარებისა და ჩვენ უნდა გადავაზღვიოთ ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769700019

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში

ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს განათ...

გივი მიქანაძე

1769699962

ახალი ამბები

მიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე

მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე, - განაცხად...

გივი მიქანაძე

1769699894

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება

„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შა...

მიხეილ ყაველაშვილი

1769695769

ახალი ამბები

მუნიციპალური განვითარების ფონდი - რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოე...

რაგბი რაგბი

1769695621

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა BSEC-ისა და ორგ...

შალვა პაპუაშვილი