მაჭავარიანი: როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება საზღვარგარეთიდან, რომ პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა გარედან წამოსულმა ფულმა, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ასეთ დაფინანსებას „NGO“-ისთვის, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური აქტივიზმით
როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება საზღვარგარეთიდან, ვინაიდან პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა საზღვარგარეთიდან წამოსულმა ფულმა, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ისეთი ტიპის დაფინანსებას „ენჯეოსთვის“, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გრანტების შესახებ“ კანონზე საუბრისას.
მისი თქმით, ანალოგიური კანონი მოქმედებს თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და აკრძალვა არ ეხება სხვა არც ერთ გრანტს, რომელიც შემოდის სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად.
„სამოქალაქო სექტორი არ მესმის რატომ არის ცალკე კასტა, რომელიც რაღაც საკრალურად უნდა ჩაითვალოს. „ენჯეო“ ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოაყალიბონ, პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე მოახდინონ გავლენა ეს არის „ენჯეო“ ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკაში ერევა.
კი ბატონო, ასეთი „ენჯეო“ ორგანიზაციის გრანტი უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან. ხოლო რაც შეეხება ისეთი ტიპი გრანტებს, რომელიც არის სოფლის მეურნეობიდან დაწყებული სხვა მიმართულებებით დამთავრებული, რა თქმა უნდა ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ ასეთი გრანტები გაიცეს და ასეთმა „ენჯეოებმა“ იმუშაონ.
შესაბამისად, აკრძალულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში პარტიის დაფინანსება საზღვარგარეთიდან, ანალოგიურთან გვაქვს საქმე უბრალოდ ირიბი გზით - აფინანსებ რაღაც „ენჯეოს“, რომელიც ჩვეულებრივად ერევა მერე პოლიტიკურ საქმიანობაში.
როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება საზღვარგარეთიდან, ვინაიდან პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა საზღვარგარეთიდან წამოსულმა ფულმა, რომელსაც მოჰყვება უცხოური ინტერესი, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ისეთი ტიპის დაფინანსებას „ენჯეოსთვის“, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული. მხოლოდ ასეთი ტიპის გრანტებზე არის საუბარი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1769700019
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში
ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს განათ...
1769699962
ახალი ამბებიმიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე
მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე, - განაცხად...
1769699894
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შა...
1769695769
ახალი ამბებიმუნიციპალური განვითარების ფონდი - რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოე...
1769695621
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა BSEC-ისა და ორგ...































