ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს შეაფასებს არა როგორც თოჯინას მის ხელში, არამედ, ჩვენი, საქართველოს ინტერესებიდან, მისწრაფებებიდან და ეროვნული იდენტობიდან გამომდინარე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველო-ირანის ურთიერთობას. ქადაგიძემ თქვა, რომ დეპარტამენტის სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველო-ამერიკის პარტნიორულ ურთიერთობებსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მეტყველებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შეცვლილ დამოკიდებულებაზე ჩვენი სახელმწიფოს მიმართ.

„შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს საქართველოს ჩვენივე ინტერესებიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე. დიახ, ღირსეულმა საქართველომ, რომელიც მოვიდა დღემდე, ღირსეული პასუხი მიიღო ამერიკისგან“ - განაცხადა დეპუტატმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის მსგავსი პასუხი ამყარებს ეჭვს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, სპეციალური ჯგუფი მართლაც შეიქმნება. ეს ყველაფერი კი, ქადაგიძის სიტყვებით, გამომდინარეობს საქართველოს ურყევი პოზიციიდან, რომელიც ეფუძნებოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და იდენტობას.

„როცა ამ ინფორმაციას გავეცანი, „ხალხის ძალის“ რამდენიმე ხნის წინანდელი ბრიფინგი გამახსენდა. მაშინ ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას და ვუთხარით: ჩვენ თუ ვიქნებით ღირსეული ქვეყანა, მოგვიდგებიან კიდეც შესაბამისად. ჩვენ თუ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება. ჩვენ თუ საჯილდაო ქვა გავხდებით ვინმეს ხელში, დავრჩებით კიდეც ასეთად. „ნეტგაზეთის“ შეკითხვამ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხმა ეს 100%-ით დაადასტურა. თქვენ გახსოვთ, პროვოკატორი ჟურნალისტები როგორ ჩადიოდნენ წინა ადმინისტრაციის დროს ამერიკაში, უსვამდნენ წინასწარ დაწერილ შეკითხვებს და იქიდანაც წინასწარ დაგეგმილი პასუხები მოდიოდა. ახლაც დასვეს პროვოკაციული კითხვა იმის მოლოდინით, რომ წამოსულიყო რიტორიკა სანქცირებაზე, ან დაეფიქსირებინათ შეშფოთება და აღშფოთება, ან ეხსენებინათ საქართველოს ხელისუფლება მკვახედ. სპიკერი „არალეგიტიმურ ხელისუფლებას“ თუ ახსენებდა, საუკეთესო შემთხვევა იქნებოდა პროვოკატორი ჟურნალისტებისთვის. მაგრამ, მივიღეთ ის, რაზეც დასაწყისში მცირე ისტორია შეგახსენეთ. აქამდე ასე ღირსეულად მოსულმა ქართულმა საზოგადოებამ, ამერიკისგან სწორი შეფასება მიიღო. სპიკერმა ჟურნალისტისთვის პასუხად დაწერა, რომ, პირველი, პარტნიორობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რჩება აქტუალურ საკითხად, და მეორე, ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს საქართველოს ჩვენივე ინტერესებისა და მისწრაფებებიდან გამომდინარე. დიახ, ღირსეულმა საქართველომ, რომელიც მოვიდა დღემდე, ღირსეული პასუხი მიიღო ამერიკისგან. აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც პროვოკაციისთვის ჩავა, მიიღებს ასეთ პასუხს. საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა ყაველაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხიდან გამომდინარე კი, ეს ვარაუდი მეც მიმყარდება. სამწუხაროდ, გამომდინარე წინა ადმინისტრაციის შეცდომებიდან, გვიწევს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნულიდან დაწყება. თუმცა, გვაქვს ერთი კარგი მოცემულობა: ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს შეაფასებს არა როგორც თოჯინას მის ხელში, არამედ, ჩვენი, საქართველოს ინტერესებიდან, მისწრაფებებიდან და ეროვნული იდენტობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770993151

ახალი ამბები

მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც რუბიოსა და ვენსის მხრიდან მოდის, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონიდან პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა...

ლევან მაჭავარიანი

1770993080

ახალი ამბები

მაჭავარიანი სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტზე: მეტი დეტალი რომ მივაწოდოთ, დამერწმუნეთ, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგებიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და რადიკალები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრის თემას ეხმაუ...

ლევან მაჭავარიანი

1770989800

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია

სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს, - ამის შესახებ საქარ...

შალვა პაპუაშვილ

1770989132

მსოფლიო

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნეს. წერს ამერიკული მედია. გავრცელებული ცნობით, „ჯერალდ ფორდი“ აპრილის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე არ დაბრუნდება ამერიკის სანაპიროებთ...

 ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“

1770988648

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვი...

თამარ ტალიაშვილ