ლევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს, თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ჰყავს ასეთი ელჩი, ფაქტობრივად, მისი სურვილია, ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ვერ აპატიეს ის, რომ მეორე ფრონტი არ გახსნა და პირდაპირ ესკალაციაში არ შევიდა რუსეთთან.
„მათ არ სიამოვნებთ, რომ ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობთ. ვერ გვაპატიეს ის, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, ვერ გვაპატიეს ის, რომ ჩვენ არ ვატყუებდით საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინა რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა, ვერ გვაპატიეს ის, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ და ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგურეთ, ვერ გვპატიობენ იმას, რომ მოხალისეები არ გავუშვით საბრძოლველად მთავრობის ოფიციალური თანხმობით და პირდაპირ ესკალაციაში არ შევედით რუსეთთან და მსგავსი საკითხი მე შემიძლია ძალიან ბევრი ჩამოვთვალო, ის უალტერნატივო ნაბიჯები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა. ვერ გვპატიობენ იმასაც, რომ ჩვენ სიმართლეზე საუბარი დავიწყეთ ყველაზე ადრე და იმ სიმართლეზე საუბარი, რაც გაიმეორა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ. ეს ყველაფერი ასახეს მათ თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში. აი, ამას ვერ გვპატიობენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მმართველი გუნდის დეპუტატმა, ევროკავშირთან ურთიერთობასა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულება კარგად ვიცით და პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად არაფერი დაგვაკლდება, მათი ელჩი საქართველოში იქნება, თუ - არა. რაც შეეხება ბატონ ჰერჩინსკის, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება მისგან დეზინფორმაციის მოსმენას მიეჩვია.
რაც შეეხება ბატონ ფიშერს, ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ რადიკალების აქტივისტად, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ კორუფციაშია მხილებული ,ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ადამიანი, რომელიც პოზირებს ყველაზე ექსტრემისტ-რადიკალ აქტივისტებთან და შემდეგ დებს განცხადებას, რომ თურმე, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, ადამიანი, რომელიც დადის სასამართლო პროცესებზე, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ახლახან ერთ-ერთი მდიდარი „ენჯეოს“ წარმომადგენელი, კაპიტანი გიგაური, მისი სახლიდან გამოვიდა და სავარაუდოდ, ფარული შეხვედრა ჰქონდათ. იქაც საუბრობდნენ შავი გზებით „ენჯეოსექტორის“ დაფინანსებაზე, როგორც მარტა კოსი და ლორა თორნტონი საუბრობენ და იმუქრებიან უცხოეთიდან. მათ განცხადებებზე პასუხისმგებლები ჩვენ ვერ ვიქნებით.
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ჰყავს ასეთი ელჩი და ასეთი ნაშენები ურთიერთობა, ფაქტობრივად, მისი სურვილია, ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება. თუ არ ვცდები, მას მისია ზაფხულში უმთავრდება და იგი თავის ქვეყანაში წაბრძანდება“, - დასძენს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1770993409
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: 2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის
საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდ...
1770993151
ახალი ამბებიმაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც რუბიოსა და ვენსის მხრიდან მოდის, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონიდან პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა...
1770993080
ახალი ამბებიმაჭავარიანი სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტზე: მეტი დეტალი რომ მივაწოდოთ, დამერწმუნეთ, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგებიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და რადიკალები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრის თემას ეხმაუ...
1770989800
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია
სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს, - ამის შესახებ საქარ...
1770989132
მსოფლიოაშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნა
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნეს. წერს ამერიკული მედია. გავრცელებული ცნობით, „ჯერალდ ფორდი“ აპრილის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე არ დაბრუნდება ამერიკის სანაპიროებთ...





























